შემაჯამებელი შეხვედრა საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ ორგანიზაციებთან
მიმდინარე წლის 25 დეკემბერს, ყვარელში, სასტუმრო „ყვარლის ედემში“ ცესკოს სწავლების ცენტრის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გამარჯვებულმა თორმეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, განხორციელებულ პროექტებთან დაკავშირებით საჯარო ანგარიში წარადგინა.
პროექტები, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა წარადგინეს, ეფუძნება საგრანტო კონკურსის მიმართულებებს, რომელიც მოიცავს ამომრჩევლებისათვის სრულფასოვანი საინფორმაციო სივრცის უზრუნველყოფის ინიციატივების მხარდაჭერას საგრანტო კონკურსის ფარგლებში, რაც უკავშირდებოდა საგარეჯოსა და მარტვილის საარჩევნო ოლქებში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით 2015 წლის ოქტომბერში საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების გამართვას. ეს მიმართულებებია:
- ამომრჩეველთა ინფორმირება 2015 წლის ოქტომბერში გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისათვის;
- მოწყვლადი ჯგუფების მონაწილეობის ხელშეწყობა 2015 წლის ოქტომბერში გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების პროცესში.
კონკურსის გამარჯვებულები სპეციალურად შექმნილმა კომისიამ გამოავლინა, რომლის შემადგენლობაშიც საქართველოში აკრედიტებული საერთაშორისო ორგანიზაციები და ექსპერტები შედიან.
შეხვედრა სწავლების ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ნინო ბერულავამ გახსნა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია საგრანტო კონკურსების მიმდინარეობის შესახებ და იმ ქმედითი მექანიზმების თაობაზე ისაუბრა, რომლებიც ამ პროცესის გამჭვირვალეობასა და საჯაროობას უზრუნველყოფს. კონკურსის ფარგლებში დაფინანსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა საკუთარი საქმიანობის შესახებ პრეზენტაციები წარმოადგინეს; შემდეგ კი შეხვედრის მონაწილეებმა მოსაზრებები ერთმანეთს კითხვა-პასუხის რეჟიმში გაუზიარეს.
საარჩევნო ადმინისტრაცია, ცესკოს სწავლების ცენტრთან ერთად მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს ისეთი პროექტების მხარდაჭერას, რომლებიც ხელს შეუწყობს ამომრჩეველთა განათლებას და შესაბამისად სამოქალაქო კულტურის განვითარებას, ამომრჩეველთა ინფორმირებულობას და მათი მოტივაციის ამაღლებას საარჩევნო პროცესებში ჩართულობისთვის, რაც თავისთავად დემოკრატიული პროცესების განვითარების უმნიშვნელოვანესი საფუძველია.
ინფორმაცია 2015 წლის 21 ივლისს გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში საგრანტო საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ
პირველი მიმართულება - ამომრჩეველთა ინფორმირება 2015 წლის ოქტომბერში გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისათვის
- „მედია ცენტრი კახეთი“ - „ადგილობრივი მედია საგარეჯოს მოსახლეობის საარჩევნო ინფორმირებისა და განათლებისთვის“; იხ. პრეზენტაცია
- „კავშირი XXI საუკუნე“ - „ჩაერთე არჩევნებში - შექმენი შენი ტრადიცია“; იხ. პრეზენტაცია
- ჟურნალისტთა ასოციაცია - საზოგადოებრივი განვითარების კავშირი „მეცენატი“- „შენი არჩევანი - ეთნიკური აზერბაიჯანელების ინფორმირება შუალედური არჩევნებისთვის“; იხ. პრეზენტაცია
- რეგიონალური ინიციატივების ცენტრი „ნათელი მომავალი“ - „ინფორმირებული ამომრჩეველი დემოკრატიული არჩევნებისთვის“; იხ. პრეზენტაცია
- „სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრი“ - „ამომრჩეველთა ინფორმირება მარტვილში“; იხ. პრეზენტაცია
მეორე მიმართულება - მოწყვლადი ჯგუფების მონაწილეობის ხელშეწყობა 2015 წლის ოქტომბერში გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების პროცესში.
- ”ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი - XXI” - „მონაწილეობა მნიშვნელოვანია - ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა არჩევნებში“; იხ. პრეზენტაცია
- „თავისუფალი განვითარებისა და უფლებების დაცვის ასოციაცია (თგუდა)“ - „ჩვენი ქვეყანა-ჩვენი არჩევანი”; იხ. პრეზენტაცია
- „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ხელშეწყობა შუალედურ არჩევნებში მონაწილეობისათვის“; იხ. პრეზენტაცია
- „საზოგადოებრივი დამცველი“ - „პარლამენტის შუალედური არჩევნების პროცესში ეთნიკური უმცირესობებისის ინფორმირებულობის გაზრდა“; იხ. პრეზენტაცია
- „საქართველოს უსინათლოთა კავშირი“ - „უსინათლოთა საარჩევნო უფლების რეალიზების ხელშეწყობა“; იხ. პრეზენტაცია
- ,,სოციალური დაცვის ლიგა“ - ,,საგარეჯოს საარჩევნო ოლქში 2015 წლის ოქტომბერში საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში შშმ პირებისა და ეკომიგრანტების მონაწილეობისათვის ხელშეწყობა“; იხ. პრეზენტაცია
- „ქალები მომავლისათვის“ - „არჩევნები და საზოგადოება“; იხ. პრეზენტაცია