EN

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

ტრენინგი საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებისათვის

საკრებულოს 2016 წლის 22 მაისის შუალედური არჩევნებისთვის შემუშავებული ტრენინგების კონცეფციის შესაბამისად, 16 აპრილიდან 19 აპრილის ჩათვლით ტარდება ტრენინგები N10 გლდანის, N21 გარდაბნის, N30 კასპის, N58 წყალტუბოს, N60 ოზურგეთის, N66 ხობისა და N67 ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებისათვის.

ტრენინგი ითვლისწინებს საოლქო საარჩევნო კომისიების სრული შემადგენლობის სწავლებას, რომლის პროცესშიც განიხილება შემდეგი ძირითადი სასწავლო მოდულები:

  • საოლქო საარჩევნო კომისიის საქმიანობა წინასაარჩევნო პერიოდში;
  • საარჩევნო პროცესში მონაწილე პირთა რეგისტრაცია;
  • საოლქო საარჩევნო კომისიაში საარჩევნო დოკუმენტაციის მიღება, კენჭისყრის შედეგების შეჯამება;
  • განცხადება/საჩივრების შეტანისა და განხილვის წესი;
  • საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი სხდომა და პირველი სხდომის ინსტრუქცია (ეპიზოდური ინსცენირება).

ტრენინგების ჩატარებას უზრუნველყოფენ სწავლების ცენტრის თანამშრომლები.

 იხ. გრაფიკი