დაიწყო ტრენინგი N11 საგარეჯოსა და N65 მარტვილის საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებისათვის
2015 წლის 31 ოქტომბრის პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის შემუშავებული ტრენინგების კონცეფციის შესაბამისად, 28 სექტემბერს დაიწყო ტრენინგების I ეტაპი N11 საგარეჯოსა და N65 მარტვილის საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებისათვის.
I ეტაპი ეთმობა საოლქო საარჩევნო კომისიების სრული შემადგენლობის სწავლებას, რომლის პროცესშიც განიხილება შემდეგი ძირითადი სასწავლო მოდულები:
- საოლქო საარჩევნო კომისიის საქმიანობა წინასაარჩევნო პერიოდში;
- საარჩევნო პროცესში მონაწილე პირთა რეგისტრაცია;
- საოლქო საარჩევნო კომისიაში საარჩევნო დოკუმენტაციის მიღება, კენჭისყრის შედეგების შეჯამება;
- განცხადება/საჩივრების შეტანისა და განხილვის წესი;
- საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი სხდომა და პირველი სხდომის ინსტრუქცია (ეპიზოდური ინსცენირება).
ტრენინგების ჩატარებას უზრუნველყოფენ სწავლების ცენტრის თანამშრომლები.
საოლქო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგების II ეტაპი განხორციელდება 22 – 23 ოქტომბერს.