EN

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა ტრენინგი დაიწყო

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ეგიდით და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP)  პროექტის “სანდო და მდგრადი საარჩევნო ინსტიტუტების და პროცესების გაძლიერება“ ერთობლივი პარტნიორობით საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიერ  მომზადდა 112 ტრენერი, რომლებიც საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისათვის საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებული სასწავლო პროგრამების განხორციელებას უზრუნველყოფენ.

2013 წლის 5-6 სექტემბერიდან საქართველოს მასშტაბით ჩატარდება საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა ტრენინგი.

საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სასწავლო კურსი მოიცავს საარჩევნო კანონმდებლობის სიახლეების მიმოხილვას, საოლქო საარჩევნო კომისიის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების  განხილვას, კენჭისყრის დღეს და შემდგომ პერიოდში საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობის გაცნობას შემდეგი თემატიკის მიხედვით:

  • საოლქო საარჩევნო კომისიის შემადგენლობა და მუშაობის წესი;
  • საოლქო საარჩევნო კომისიის საქმიანობა წინასაარჩევნო პერიოდში;
  • ამომრჩეველთა სიები;
  • საარჩევნო პროცესში მონაწილე პირთა რეგისტრაცია; 
  • საარჩევნო უბნის გახსნა და კენჭისყრის პროცესი;
  • საარჩევნო უბნის დახურვა, კენჭისყრის შედეგების შეჯამება;
  • საოლქო საარჩევნო კომისიაში საარჩევნო დოკუმენტაციის მიღება და დახარისხება;
  • კენჭისყრის შედეგების შეჯამება საოლქო საარჩევნო კომისიაში;
  • განცხადება/საჩივრების შეტანისა და განხილვის წესი.

იხ. ტრენინგების გრაფიკი