EN

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

სასწავლო სემინარი ჟურნალისტებისთვის

მედია საშუალებების წარმომადგენლები საარჩევნო თემატიკაზე ორდღიან სასწავლო სემინარს დაესწრნენ. გასვლით სემინარს, რომელიც 17-18 ივლისს ყაზბეგში, სასტუმრო ”რუმს ჰოთელში” შედგა, სხვადსხვა მედია ორგანიზაციის 20 ჟურნალისტი დაესწრო; მათ მოისმინეს ისეთი საკითხები, როგორიცაა -  მედიის როლი საარჩევნო პროცესებში, წინასაარჩევნო კამპანია, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, არჩევნების საინფორმაციო უზრუნველყოფა, კენჭისყრის დღის პროცედურები და ა.შ. სემინარის დასკვნით ნაწილში კი მონაწილეებმა საარჩევნო პროცესებში მედიის ჩართულობის გაუმჯობესების გზებზეც იმსჯელეს.
სემინარი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ორგანიზებით და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.