საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგების შემაჯამებელი ეტაპი

22.04.2023
ბეჭდვა

2023 წლის 24 აპრილს შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგების III ეტაპი გაიმართება. აღნიშნული წარმოადგენს გადამზადების შემაჯამებელ ეტაპს, რომლის სამიზნე აუდიტორიად განსაზღვრულია  საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირები (თავმჯდომარე, მოადგილე, მდივანი).

სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული კონცეფციის შესაბამისად, ტრენინგზე განიხილება  საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების მანდატს მიკუთვნებული სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის, როგორიცაა: საარჩევნო უბნის გახსნიდან კენჭისყრის დაწყებამდე პერიოდში საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების საორგანიზაციო უფლებამოსილებები; საარჩევნო უბნის დახურვიდან ხმების დათვლის პროცესის დაწყებამდე პერიოდში საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების საორგანიზაციო უფლებამოსილებები; კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის ტექნიკა; კენჭისყრის პროცესის საჯაროობის უზრუნველყოფა; კენჭისყრის დღის განცხადებები/საჩივრები.

განგრძობითი სწავლების ფორმატში, იმ საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირები, სადაც კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით წარიმართება, იმუშავებენ კენჭისყრის პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების პრაქტიკულ გამოყენებაზე, რომლის მეშვეობითაც 29 აპრილს, კენჭისყრის დღეს, საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები მოემსახურებიან ამომრჩევლებს.

III ეტაპის ტრენინგების ჩატარებას უზრუნველყოფენ სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებული ტრენერები. გრაფიკი ხელმისაწვდომია ბმულზე. მასში ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, ინფორმაცია აისახება დაუყოვნებლივ.

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
ივლისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
 123456
7
8
910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia