EN

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

დასრულდა 2013 წლის საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისათვის ორგანიზებული ტრენერთა ტრენინგი

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ეგიდით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის - "სანდო და მდგრადი საარჩევნო ინსტიტუტების და პროცესების გაძლიერება" ფარგლებში საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრმა 2013 წლის 7 - 8 მარტს, დაბა ბაზალეთში ჩაატარა ტრენერთა ტრენინგი, რომლის ფარგლებშიც მომზადდა 8 ტრენერი.

ცენტრის მიერ მომზადებული ტრენერები უზრუნველყოფენ N9 ნაძალადევის, N52 ბაღდათის და N54 სამტრედიის საარჩევნო ოლქებში შემავალი საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა სწავლებას საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით, შემდეგ საკითხებზე: 

  • საუბნო საარჩევნო კომისიის შემადგენლობა და მუშაობის წესი
  • საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობა წინასაარჩევნო პერიოდში
  • საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობა კენჭისყრის დღეს (მათ შორის, კენჭისყრის დღის ინსცენირება და კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შევსება)
  • განცხადება/საჩივრები