საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

ცესკო ინოვაციურ-ტექნოლოგიური პროექტების შესახებ იდეათა კონკურსს აცხადებს

19.09.2022
ბეჭდვა

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) ამომრჩეველთა ინფორმირების მიზნით  ინოვაციურ-ტექნოლოგიური  პროექტების იდეათა კონკურსს აცხადებს.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს 18-35 წლის მოქალაქეებს. აპლიკანტის მიერ წარმოდგენილი იდეა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • იყოს ინოვაციური;
  • ამომრჩევლის ინფორმირებაზე ორიენტირებული;
  • იყოს განხორციელებადი/შესრულებადი;
  • იდეის განხორციელება არ უნდა ცდებოდეს საარჩევნო ადმინისტრაციის მანდატს;
  • იყოს ადვილად მოხმარებადი (User Friendly) და მისაწვდომი.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2022 წლის 19 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით,  ელექტრონული ფოსტის მისამართზე - ideatakonkursi@cec.gov.ge უნდა გამოგზავნონ სამოტივაციო წერილი (არაუმეტეს 500 სიტყვა, რომელშიც უნდა იყოს მითითებული სამომავლო იდეა, მისი არსი, მისი ზემოხსენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის აღწერა და მოსალოდნელი შედეგები, იდეის განხორციელებისთვის საჭირო სავარაუდო ბიუჯეტი, ამასთან, მოკლედ უნდა იყოს აღწერილი კონკურსანტის უნარები/შესაძლებლობები, რომელიც ხელს შეუწყობს მის ეფექტიან ჩართულობას სამუშაო ჯგუფში) და Curriculum Vitae (CV).

კონკურსის პირველ ეტაპზე კონკურსანტები წარმოდგენილი განაცხადების საფუძველზე შეირჩევიან. მეორე ეტაპზე კი შერჩეული კონკურსანტებით დაკომპლექტდება სამუშაო ჯგუფები, სადაც სამუშაო ფორმატში განხორციელდება იდეების შეჯერება და ფორმირება, რის შემდეგაც გამოვლინდება გამარჯვებული პირი/ჯგუფი. იდეათა კონკურსი ასევე ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების, ეთნიკური უმცირესობებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT) სფეროს წარმომადგენლების კონკურსში მონაწილეობას.

იდეათა კონკურსში გამარჯვებულ პირს/ჯგუფს საჩუქრად გადაეცემა ფულადი ჯილდო და ფასიანი საჩუქარი.

კონკურსის მიმდინარეობისას საარჩევნო ადმინისტრაცია იხელმძღვანელებს საჯაროობის, ობიექტურობის, სამართლიანობის, გამჭვირვალობის, თანასწორობისა  და კორექტულობის პრინციპების გათვალისწინებით.

ცენტრალური საარჩევნო კომისია ინოვაციურ-ტექნოლოგიური პროექტების შესახებ იდეათა კონკურსს საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით ახორციელებს.

დამატებითი ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:  2 51 00 51.

  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
ივნისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
9101112131415
161718
19
202122
23242526272829
30      
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia