საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგიული გეგმის პრეზენტაცია ცესკოში

09.09.2022
ბეჭდვა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგიული გეგმის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანადარიშვილმა გახსნა. ცესკოს თავმჯდომარემ ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკისა და შესაბამისი სტრატეგიული გეგმის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობაში აუცილებელი იქნება სიახლეების და თანამედროვე ტექნოლოგიების ეფექტური და ეტაპობრივი დამკვიდრება, რაც, თავის მხრივ, ადამიანური, ფინანსური და სხვა სახის რესურსების მობილიზებასა და გაძლიერებას მოითხოვს, მათ შორის, სწავლებისა და საინფორმაციო კამპანიების განხორციელების კუთხით.

„რა თქმა უნდა, კვლავ სტრატეგიულ პრიორიტეტებად რჩება საარჩევნო კულტურა და განათლება, არჩევნების სანდოობა და უსაფრთხოება, ინკლუზიური საარჩევნო გარემოს განვითარება, მართვის ეფექტიანობა და ინსტიტუციური გაძლიერება, თუმცა ყველა ამ მიმართულების მამოძრავებელი ვერტიკალი უახლოესი წლების განმავლობაში იქნება დიგიტალიზაცია.  პრიორიტეტების შესრულება კი წარმოუდგენელია ადამიანური რესურსების გარეშე, ხოლო რესურსების მართვა კი სისტემური პოლიტიკის და შესაბამისი დაგეგმარების გარეშე, რაც, თავის მხრივ, ასევე მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მართვის ეფექტიანობის ზრდასა და ინსტიტუციურ გაძლიერებას. ზუსტად ამ მიზნის მიღწევის ერთ-ერთი ინსტრუმენტი გახლავთ ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგიული გეგმის შემუშავება. ვიმედოვნებ, რომ ეს იქნება გზამკვლევი დოკუმენტი, როგორც დეპარტამენტისთვის, ასევე სრულიად აპარატისთვის და მისი განხორციელებით ერთობლივად შევუწყობთ ხელს ინსტიტუციის განვითარებას და წარმატებას“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

სტრატეგიული გეგმა ღონისძიების მონაწილეებს ადამიანური რესურსების მართვისა და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა (მ/შ) ლალი კიკნაძემ გააცნო და დოკუმენტის ძირითად მიმართულებებზე და განხორციელების გზებზე ისაუბრა. მისი თქმით, დოკუმენტით განისაზღვრა ადამიანური რესურსების მართვის 2022-2023 წლების 5 სტრატეგიული მიზანი, მათ შორის საარჩევნო ადმინისტრაციის მიზნების მიღწევაზე ორიენტირებული ორგანიზაციული სტრუქტურის ჩამოყალიბება; მართვის ეფექტიანობისა და ხარისხის მუდმივი კონტროლი/გაუმჯობესება; ადამიანური რესურსების მართვის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება/მოდერნიზაცია; სამუშაო გარემოს განვითარება და ორგანიზაციული კულტურის განვითარება.

დოკუმენტის პრეზენტაცია ცესკოში 8 სექტემბერს გაიმართა და მას ცესკოსა და სწავლების  ცენტრის ხელმძღვანელი პირები და თანამშრომლები დაესწრნენ.

ვიდეო გალერეა

ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგიული გეგმის პრეზენტაცია ცესკოში

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
ივნისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
9101112131415
161718
19
202122
23242526272829
30      
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia