საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საარჩევნო პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით საინფორმაციო-სასწავლო კამპანია გრძელდება

19.05.2022
ბეჭდვა

ახალგაზრდების საარჩევნო ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობის მიზნით საინფორმაციო-სასწავლო კამპანია „ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობა ღია მმართველობის პროცესში“ გრძელდება. ამ კამპანიის ფარგლებში ცესკო და სწავლების ცენტრი პარტნიორი უნივერსიტეტების სტუდენტებთან საარჩევნო თემატიკაზე სემინარების ციკლს ატარებს.

2022 წლის 13-27 მაისის პერიოდში პროექტი ეტაპობრივად 8 პარტნიორ უნივერსიტეტში, პირისპირ შეხვედრების და დისტანციურ ფორმატში ხორციელდება. ახალგაზრდების აქტიურ და ინფორმირებულ ამომრჩევლებად ჩამოყალიბების პრიორიტეტული ამოცანის შესაბამისად, საინფორმაციო-სასწავლო პროგრამაში აქცენტი დაწყებითი კურსის სტუდენტებზე კეთდება, რომლებსაც ასაკიდან გამომდინარე ნაკლები საარჩევნო გამოცდილება გააჩნიათ.

საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში სტუდენტებს ცესკოს და სწავლების ცენტრის ხელმძღვანელი პირებიც ხვდებიან. 19 მაისს, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე და სწავლების ცენტრის ხელმძღვანელი ნათია ზაალიშვილი ესტუმრნენ. ღონისძიება უნივერსიტეტის რექტორმა მამუკა თავხელიძემ გახსნა, რომელმაც წლების მანძილზე საარჩევნო ადმინისტრაციასთან ნაყოფიერი თანამშრომლობით განხორციელებული საარჩევნო საგანმანათლებლო პროგრამების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი შარაბიძემ და სწავლების ცენტრის ხელმძღვანელმა ნათია ზაალიშვილმა შეხვედრის გახსნის ნაწილში  საარჩევნო პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის როლის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და სტუდენტებთან დისკუსიის ფორმატში დეტალურად განიხილეს საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის პრაქტიკული ასპექტები, რაც უკავშირდება ამომრჩევლებისთვის შეთავაზებულ სერვისებსა და საარჩევნო პროცესში პილოტურად ტექნოლოგიების გამოყენების გამოცდილებას, ასევე, იმსჯელეს დეზინფორმაციის უარყოფით გავლენაზე და ამ მიმართებით ამომრჩეველთა ინფორმირებულობის ზრდის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება. შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო სემინარს „ინფორმირებული ახალგაზრდა ამომრჩეველი“, რომლის ფარგლებშიც სწავლების ცენტრის ტრენერებმა სტუდენტებს დეტალურად გააცნეს დემოკრატიული არჩევნების ჩატარების საერთაშორისო სტანდარტები და ამომრჩევლის საარჩევნო უფლების რეალიზების გარანტიები (მათ შორის, ინკლუზიური საარჩევნო გარემოს მნიშვნელობა და ხელშემწყობი პირობები).

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გამართულ საინფორმაციო შეხვედრაში მონაწილეობა  სამართლის სკოლის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლის, საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის 80-მდე სტუდენტმა მიიღო. ამ ეტაპისთვის სემინარები ასევე ჩატარდა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტსა და ალტე უნივერსიტეტში. დაგეგმილი სემინარების მორიგი ეტაპი შემდეგ უნივერსიტეტებში განხორციელდება: გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი და საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი.

საინფორმაციო-სასწავლო კამპანია „ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობა ღია მმართველობის პროცესში“, ორიენტირებულია საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის პოპულარიზაციაზე, ცნობადობის ზრდაზე და ხელს უწყობს ახალგაზრდების აქტიურ, ინფორმირებულ ამომრჩევლებად ჩამოყალიბებას.

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
მაისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
567891011
121314
15
161718
19202122232425
262728293031 
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia