საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის ჩატარებული საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა სატრენინგო ციკლის შეჯამება

30.09.2021
ბეჭდვა

მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა ინტენსიური ტრენინგები გაიარეს.

სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული გადამზადების პროგრამის ფარგლებში ჯამურად 11 279 სატრენინგო სესია ჩატარდა:

  • 11 125 ტრენინგი (ექვსი ეტაპის ფარგლებში) - 3633 საუბნოს საარჩევნო კომისიის სწავლებაზე ორიენტირებით;
  • 72 ტრენინგი (ოთხი ეტაპის ფარგლებში) - N4 კრწანისის ოლქში შემავალი 31 საუბნოს საარჩევნო კომისიის სწავლებაზე ორიენტირებით (არჩევნებისთვის განახორციელებენ საპილოტე პროექტს ტექნოლოგიების გამოყენებით);
  • 73 ტრენინგი (ერთი ეტაპის ფარგლებში) - სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფად შექმნილი 73 სპეციალური ჯგუფის სწავლებაზე ორიენტირებით;
  • 9 ტრენინგი (ერთი ეტაპის ფარგლებში) - სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებებში შექმნილი 9 საუბნო საარჩევნო კომისიის/სპეციალური ჯგუფის სწავლებაზე ორიენტირებით.

საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა გადამზადება განახლებული კონცეფციის საფუძველზე წარიმართა, რომლის მიხედვით:

  • გაიზარდა ტრენინგების ინტენსივობა;
  • გაძლიერდა საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების (თავმჯდომარე, მოადგილე, მდივანი) პროფილური სწავლების კომპონენტი;
  • აქცენტი გაკეთდა ტრენინგების პრაქტიკულ მეთოდოლოგიაზე.

პროფესიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების ზრდის ხელშწყობის მიმართულებით, სატრენინგო პროგრამის ფარგლებში საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა კენჭისყრის დღისთვის შესასრულებელი ფუნქციები ეპიზოდური ინსცენირებების ფორმატში განახორციელეს; საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელმა პირებმა კი ასევე ინტესიურად იმუშავეს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის ტექნიკაზე. ქვეყნის მასშტაბით ტრენინგების ჩატარება სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებულმა 202-მა ტრენერმა უზრუნველყო.

სასწავლო პროცესი პანდემიასთან დაკავშირებული ყველა რეკომენდაციის დაცვით წარიმართა:

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, ყოველი სატრენინგო სესიის დაწყების წინ, ტრენინგების ჩატარების 191 ლოკაციაზე მონაწილეებს უტარდებოდათ სწრაფი ტესტი.

მისასალმებელია, რომ სატრენინგო პროცესის მიმართ სადამკვირვებლო მისიების მხრიდან მაღალი ინტერესი გამოიკვეთა:

ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე სატრენინგო პროცესზე დაკვირვების მიზნებისთვის უზრუნველყოფილი იყო ტრენინგების გრაფიკების პროაქტიული გასაჯაროვება ცესკოს და სწავლების ცენტრის ვებ-გვებრდებზე. ტრენინგებს დაესწრო:

  • ორი საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაცია;
  • 18 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია.

ტრენინგებზე საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა დასწრების მონაცემების მიხედვით სტატისტიკა შემდეგია:

3633 საუბნოს საარჩევნო კომისიისთვის განკუთვნილ ტრენინგებზე, ეტაპების მიხედვით დაესწრო (დეტალური):

N4 კრწანისის ოლქში შემავალი 31 საუბნოს საარჩევნო კომისიისთვის განკუთვნილ ტრენინგებზე, ეტაპების მიხედვით დაესწრო (დეტალური):

I ეტაპი - 38 169 წევრი (68%)

II ეტაპი - 12 802 წევრი (66%)

III ეტაპი - 14 451 წევრი (47%)

IV ეტაპი - 9 495 წევრი (87%)

V ეტაპი - 38 184 წევრი (62%)

VI ეტაპი - 9 166 წევრი (84%)

I ეტაპი - 312 წევრი (63%)

II ეტაპი - 88 წევრი (95%)

III ეტაპი - 410 წევრი (78%)

IV ეტაპი - 90 წევრი (97%)

სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფად შექმნილი 73 სპეციალური ჯგუფისთვის განკუთვნილ ტრენინგებზე დაესწრო (დეტალური):

სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებებში შექმნილი 9 საუბნო საარჩევნო კომისიისთვის/სპეციალური ჯგუფისთვის განკუთვნილ ტრენინგებზე დაესწრო (დეტალური):

I ეტაპი - 819 წევრი (81%)

I ეტაპი - 82 წევრი (91%)

ტრენინგებზე, რიგ შემთხვევებში გამოვლენილ, დასწრების დაბალ მაჩვენებლებთან დაკავშირებით ცესკოს მიერ გაკეთდა საჯარო მიმართვა საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველსაყოფად ტრენინგებზე დასწრების მნიშვნელობის საკითხზე.

საუბნოს საარჩევნო კომისიების წევრთა ინფორმირებისა და მათ მიერ საქმიანობის ეფექტიანად წარმართვის ხელშეწყობის მიზნებისთვის შემუშავდა:

  • სხვადასხვა სახის საინფორმაციო-სასწავლო რესურსი (საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან (IFES) თანამშრომლობით მასალა ითარგმნა ეთნიკური უმცირესობების ენებზე);
  • დისტანციური საინფორმაციო-სასწავლო კურსი „კენჭისყრის დღის პროცედურები“ (პროგრამა ცესკოსა და სწავლების ცენტრის ვებგვერდებზე არსებულ ელექტრონულ სასწავლო პლატფორმაზე განთავსდა. საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს, ვინც ვერ დაესწრნენ სატრენინგო გრაფიკით გათვალისწინებულ ტრენინგებს, მიეცათ შესაძლებლობა კენჭისყრის დღის პროცედურებზე დეტალური ინფორმაცია მიეღოთ შემუშავებული ელექტრონული სასწავლო რესურსის გამოყენებით);
  • საპილოტე ელექტრონული სასწავლო პროგრამა „კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის ტექნიკა“ (შემაჯამებელი ოქმის შედგენის ტექნიკაზე დამატებითი პრაქტიკის მიზნებისთვის, პროგრამის გასავლელად საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირებისთვის უზრუნველყოფილ იქნება წვდომა კომპიუტერულ ტექნიკაზე საარჩევნო ოლქის შენობებში ან სხვა შესაბამისად გამოყოფილ სივრცეში. აღნიშნული რესურსი ცესკოს, სწავლების ცენტრის და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან (IFES) თანამშრომლობით მომზადდა).

საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობის მიმართულებით ცესკოს და სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული სიახლეები ეხმიანება სადამკვირვებლო ორგანიზაციების 2020 წლის არჩევნების ანგარიშებში ასახულ რეკომენდაციებს და მიზნად ისახავს 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო კომისიების მუშაობის ეფექტიანობის ზრდას, ამომრჩევლებისა და ჩართული მხარეებისთვის შესაბამისი სერვისის გაუმჯობესებას.

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
ივნისი 2023
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
5678
9
1011
12131415161718
19202122232425
2627282930  
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2023 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia