საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენერთა ტრენინგი მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის

11.08.2021
ბეჭდვა

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის, ცესკოს სწავლების ცენტრმა საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენერთა გადამზადება დაიწყო.

ტრენინგები 11 აგვისტოდან 21 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში განხორციელდება. ტრენერთა ტრენინგის გავლის შემდგომ, გადამზადებული საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენერები და საოლქო საარჩევნო კომისიების წევრები, რომლებიც ტრენერების სტატუსით ერთვებიან სასწავლო პროექტში, უზრუნველყოფენ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებული ინტენსიური სასწავლო პროგრამების ჩატარებას. 

ღონისძიება ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა და სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა გახსნეს. ცესკოს თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა საარჩევნო პროცესისთვის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა პროფესიული გადამზადების მნიშვნელობაზე. სწავლების ცენტრის დირექტორმა შეხვედრის მონაწილეებს დეტალურად გააცნო საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგებთან დაკავშირებით შემუშავებული ახალი კონცეფცია, რომლის მიხედვით გათვალისწინებულია:

  • საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგების ინტენსივობის ზრდა (ტრენინგები ჩატარდება ექვს ეტაპად, ნაცვალად ოთხი ეტაპისა);
  • საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირებისთვის პროფილურად განკუთვნილი ტრენინგების ეტაპების ზრდა (ხელმძღვანელ პირებს დაეთმობათ ტრენინგების სამი ეტაპი, ნაცვლად ორი ეტაპისა).

აქცენტი გაკეთდა პრაქტიკული მეთოდოლოგიით სწავლების კომპონენტის გაძლიერებაზე (გათვალისწინებულია კენჭისყრის დღის პროცესის ეპიზოდური ინსცენირებები, შემუშავდა ბევრი ახალი პრაქტიკული სავარჯიშო, რომელიც ორიენტირებულია საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა პროფესიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების ზრდის ხელშწყობაზე, მათ შორის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შევსების საკითხთან მიმართებით).

განახლებული კონცეფციის შესაბამისად, ინტენსიური პროფილური სწავლების ფორმატში საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები დეტალუარდ მიიღებენ ინფორმაციას კენჭისყრის დღემდე და კენჭისყრის დღეს საარჩევნო კომიისის მიერ განსახორციელებელ საქმიანობებზე, რაც მიზნად ისახავს საარჩევნო კომისიის მუშაობის ეფექტიანობის ზრდას, პანდემიის პირობებში უსაფრთხო საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფას, ჩართული მხარეებისა და ამომრჩველებისთვის შესაბამისი სერვისის გაუჯობესებას, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჩართულობის ხელშეწყობას.

სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული სიახლეები ეხმიანება საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით სადამკვირვებლო ორგანიზაციების 2020 წლის არჩევნების ანგარიშებში ასახულ რეკომენდაციებს.

ვიდეო გალერეა

საარჩევნო ადმინისტრაცია 2021 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის 202 ტრენერს გადაამზადებს

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
მარტი 2023
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27
28
293031  
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2023 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia