EN

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

ინფორმაცია საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სწავლების შესახებ 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სასწავლო პროგრამის განმახორციელებელი პირები

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ეგიდით, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტი “სანდო და მდგრადი საარჩევნო ინსტიტუტების და პროცესების გაძლიერება“ ერთობლივი პარტნიორობით ახორციელებენ სასწავლო პროგრამას  საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისათვის.

საარჩევნო ადმინისრაციის მოხელეთა სწავლებას ატარებენ სასწავლო ცენტრის მიერ მომზადებული ფასილიტატორები და ტრენერები.

ფასილიტატორთა და ტრენერთა კორპუსის შერჩევა მოხდა საარჩევნო ადმინისტრაციაში არსებული საკადრო ბაზიდან და ღია კონკურსის წესით (26 ფასილიტატორი და 174 ტრენერი). 

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სწავლების ეტაპები

საოლქო  საარჩევნო კომისიის წევრთა  სწავლების კურსი განხორციელდა ორ ეტაპად:

I ეტაპი დაეთმო საარჩევნო კანონმდებლობის სიახლეების მიმოხილვასა და საოლქო საარჩევნო კომისიის კომპეტენციას  მიკუთვნებული საკითხების  განხილვას:

საოლქო საარჩევნო კომისიის შემადგენლობა და მუშაობის წესი

  • საოლქო საარჩევნო კომისიის საქმიანობა წინასაარჩევნო პერიოდში
  • ამომრჩეველთა სიები
  • საარჩევნო პროცესში მონაწილე პირთა რეგისტრაცია

II ეტაპი დაეთმო საოლქო საარჩევნო კომისიისა და საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობის გაცნობას კენჭისყრის დღეს და შემდგომ პერიოდში:

  • საარჩევნო უბნის გახსნა და კენჭისყრის პროცესი
  • საარჩევნო უბნის დახურვა, კენჭისყრის შედეგების შეჯამება
  • საოლქო საარჩევნო კომისიაში საარჩევნო დოკუმენტაციის მიღება და დახარისხება
  • კენჭისყრის შედეგების შეჯამება საოლქო საარჩევნო კომისიაში
  • განცხადება/საჩივრების შეტანისა და განხილვის წესი

საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სწავლების განხორციელების პერიოდი: 12-15 აგვისტო, 2012 წელი.

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა  სწავლების კურსი ხორციელდება სამ ეტაპად:

I ეტაპდაეთმო საუბნო საარჩევნო კომისიის სრული შემადგენლობის (13 წევრი) სწავლებას, სასწავლო მოდულებია:

  • საუბნო საარჩევნო კომისიის შემადგენლობა და მუშაობის წესი
  • საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობა წინასაარჩევნო პერიოდში
  • საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობა კენჭისყრის დღეს

განხორციელების პერიოდი: 17 -26 აგვისტო, 2012 წელი

II ეტაპეთმობა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მოადგილისა და კომისიის მდივნის სწავლებას,  სასწავლო მოდულებია:

  • ამომრჩეველთა სიები
  • საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების უფლებამოსილებები
  • კენჭისყრის დღის განცხადება/საჩივრები

განხორციელების პერიოდი: 3 – 9 სექტემბერი, 2012 წელი 

III ეტაპეთმობა საუბნო საარჩევნო კომისიის სრული შემადგენლობის  (13 წევრი) სწავლებას, სასწავლო მოდულებია:

  • საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობა კენჭისყრის დღეს
  • კენჭისყრის დღის ინსცენირება

განხორციელების პერიოდი: 11 - 27 სექტემბერი, 2012 წელი

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სწავლების ჩატარების კონკრეტული თარიღი, დრო და ადგილი განისაზღვრება გრაფიკებში, რომლებიც სწავლების შესაბამისი ეტაპის დაწყების წინ ქვეყნდება ცენტრის ვებ-გვერდზე (ტრენინგების ჩატარება გათვალისწინებულია ძირითადად საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და უბნებზე).

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სწავლების მეთოდოლოგია და სასწავლო მასალა

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სწავლება ხორციელდება კომბინირებული მეთოდით:

  • ელექტრონული სწავლება  (გამოიყენება ვიზუალიზირებული ელექტრონული პროგრამა)
  • ვერბალური სწავლება
  • პრაქტიკული სწავლება (პრაქტიკული სავარჯიშოები, ტესტები, სიტუაციური კაზუსები)
  • როლური თამაშები (საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი სხდომის ინსცენირება და კენჭისყრის დღის ინსცენირება) 

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ტრენინგებისათვის ცესკოსა და  ცენტრის მიერ მომზადდა შემდეგი სასწავლო მასალა:

  • ფასილიტატორისა და ტრენერის დამხმარე სახელმძღვანელო
  • პრაქტიკული სავარჯიშოების კრებული
  • საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა დამხმარე სახელმძღვანელო ინსტრუქცია
  • საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა დამხმარე სახელმძღვანელო ინსტრუქცია
  • საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა მოკლე სამახსოვრო ინსტრუქციები - Check-list (კომისიის თავმჯდომარის, კომისიის მდივნის, რეგისტრატორის, ნაკადის მომწესრიგებლის, ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველის, გადასატანი საარჩევნო ყუთის თანმხლები კომისიის  წევრების სამახსოვროები).

ორგანიზაციების - USAID, IFES, UNAG პარტნიორობით სასწავლო მასალები ითარგმნა და დაიბეჭდა ასევე ეთნიკურ უმცირესობათა ენაზე (სომხური, აზერბაიჯანული, რუსული). საერთაშორისო დამკვირვებლებისათვის სახელმძღვანელოები ითარგმნა ინგლისურ ენაზე.

სასწავლო მასალები განთავსებულია ელექტრონულ ბიბლიოთეკაში ცენტრის ვებ-გვერდზე.