საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

საგრანტო კონკურსები

პარტიების განვითარებისა და ამომრჩეველთა ინფორმირების პროექტების დაფინანსება

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საარჩევნო ადმინისტრაცია COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის აქციას შეუერთდა

24.04.2020
ბეჭდვა

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო), საოლქო საარჩევნო კომისიები და ცესკოს სწავლების ცენტრი კორონავირუსთან ბრძოლის სოლიდარობის აქციას შეუერთდნენ. საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებმა საკუთარი ანაზღაურებიდან შეაგროვეს თანხა (26 000 ლარის ოდენობით) და საარჩევნო ადმინისტრაციის სახელით StopCoV ფონდში გადარიცხეს. 

ახალი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ვითარების გამო, სხვადასხვა ღონისძიების განხორციელებაში წვლილის შესატანად, საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა პირადი ფინანსური შემოსავლების (ხელფასის) ნაწილი, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, კორონავირუსის წინააღმდეგ შექმნილ ფონდში საკუთარი სურვილით გადარიცხეს.

StopCoV ფონდი, COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით შეიქმნა. StopCoV ფონდში აკუმულირებული თანხა, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი პლატფორმის ფარგლებში, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით, იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება.

საარჩევნო ადმინისტრაცია პერიოდულად ახორციელებს სხვადასხვა სახის დახმარების აქციებს და მომავალშიც აქტიურად იქნება ჩართული საქველმოქმედო თუ სოციალურ ღონისძიებებში.

  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
იანვარი 2021
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25
262728293031
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2021 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia