საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა საგრანტო კონკურსით დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ამომრჩევლებთან საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარეს

16.05.2019
ბეჭდვა

2019 წლის 19 მაისს გასამართი  შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის ამომრჩეველთა ინფორმირებისა და მათი აქტივობის წახალისების ხელშეწყობის მიმართულებით, სწავლების ცენტრის მიერ 18 თებერვალს გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით 23 არასამთავრობო ორგანიზაცია დაფინანსდა.

სწავლების ცენტრის მიერ ინიცირებული საგრანტო კონკურსის პირობების შესაბამისად, წელს პირველად მოხდა გამარჯვებულად გამოვლენილ საგრანტო პროექტებში კონტრიბუციის განხორციელება საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან, რაც ითვალისწინებდა საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლების მონაწილეობას საგრანტო პროექტების ფარგლებში ორგანიზებულ საინფორმაციო შეხვედრებში და პროექტების ბენეფიციარი მოქალაქეებისთვის, კომპეტენციის შესაბამისად, საარჩევნო საკითხებზე ინფორმაციის მიწოდებას.

არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საოლქო საარჩევნო კომისიებთან სწავლების ცენტრის მიერ განხორციელებული კომუნიკაციის ფარგლებში შემუშავებული სამოქმედო გეგმის თანახმად, 2-15 მაისის პერიოდში 23 საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა, რომელშიც მონაწილობა მიიღეს N1 მთაწმინდის, N18 ახმეტის, N22 მარნეულის, N51 ზესტაფონის, N56 ჭიათურის, N58 წყალტუბოს, N60 ოზურგეთის, N67 ზუგდიდის და N84 ხულოს საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლებმა. მათ შეხვედრების მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია 19 მაისს გასამართი შუალედური/რიგგარეშე არჩევნების შესახებ, საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ამომრჩევლებისთვის შეთავაზებული სერვისების, მათ შორის, მიმდინარე წელს დაგეგმილი საარჩევნო/საგანმანათლებლო პროგრამების თაობაზე.  აღნიშნული აქტივობა წარმოადგენს საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ 2019 წელს განსახორციელებელი საინფორმაციო კამპანიის „ვესაუბრებით ამომრჩევლებს“ შემადგენელ ნაწილს, რომელიც მიზნად ისახავს საარჩევნო ადმინისტრაციასა და ამომრჩევლებს შორის კომუნიკაციის გაძლიერებას, საარჩევნო ცნობიერების ზრდას, ასევე საარჩევნო ადმინისტრაციასა და საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესებას.

ფოტო გალერეა

  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
თებერვალი 2023
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
  1234
5
6789101112
13141516171819
20212223242526
2728     
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2023 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia