საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

საგრანტო კონკურსები

პარტიების განვითარებისა და ამომრჩეველთა ინფორმირების პროექტების დაფინანსება

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საკრებულოს 2019 წლის 19 მაისის შუალედური არჩევნებისთვის ჩატარებულ ტრენინგებზე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა დასწრების სტატისტიკა

15.05.2019
ბეჭდვა

2019 წლის 4 მაისიდან - 15 მაისის ჩათვლით პერიოდში, მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული ტრენინგების კონცეფციის შესაბამისად, განხორციელდა ტრენინგები N11 საგარეჯოს, N18 ახმეტის, N38 ადიგენისა და N60 ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიებისა და მათ დაქვემდებარებაში მყოფი საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის.

საოლქო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგები ჩატარდა ერთ ეტაპად, ხოლო საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგები ორ ეტაპად განხორციელდა.

საოლქო საარჩევნო კომისიების წევრები გაეცნენ მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს, როგორიცაა:

  • საოლქო საარჩევნო კომისიის საქმიანობა წინასაარჩევნო პერიოდში;
  • კენჭისყრის დღე და საარჩევნო ოპერაციების მართვა;
  • ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დაცვა;
  • საუბნო საარჩევნო კომისიებთან კომუნიკაცია/კოორდინაცია;
  • არჩევნების კენჭისყრის შედეგების შეჯამება საოლქო საარჩევნო კომისიაში;
  • არჩევნების სანდოობა და უსაფრთხოება.

სასწავლო პროგრამის ფარგლებში საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები გაეცნენ შემდეგ ძირითად საკითხებს:

  • საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობა კენჭისყრის დღემდე პერიოდში, მათ შორის, საუბნო საარჩევნო კომისიის კომპეტენცია ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებით;
  • კენჭისყრის დღეს საარჩევნო ოპერაციების მართვა და ხმის მიცემის პროცესში ამომრჩეველების საარჩევნო უფლებების რეალიზების ხელშეწყობის პროცედურული მექანიზმები;
  • კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირების უფლებრივი მდგომარეობა;
  • ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დაცვა;
  • საოლქო საარჩევნო კომისიასთან კომუნიკაცია/კოორდინაცია;
  • კენჭისყრის შედეგების შეჯამება საუბნო საარჩევნო კომისიაში და კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმის შევსება;
  • კენჭისყრის დღეს ფოტო-ვიდეოგადაღების რეგულაციები;
  • არჩევნების უსაფრთხოება;
  • კენჭისყრის დღის განცხადება/საჩივრები;

საარჩევნო კომისიების წევრთა პროცედურული ცოდნის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, ტრენინგი ჩატარდა კომბინირებული მეთოდოლოგიის გამოყენებით, მათ შორის, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაღრმავების უზრუნველსაყოფად მონაწილეებმა განახორციელეს ეპიზოდური ინსცენირებები. პრაქტიკული სწავლების ფარგლებში, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები ასევე გაეცნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩეველთა კენჭისყრაში მონაწილეობის საკითხებს ვიდეო-რგოლის ჩვენებით და შესაბამისი ინსტრუქტაჟის მიღებით.

საოლქო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგებზე დასწრების სტატისტიკა:

ტრენინგი გაიარა 4 საოლქო საარჩევნო კომისიის 48 წევრმა, მათ შორის ქალი - 30; კაცი - 18

საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგებზე დასწრების სტატისტიკა:

I ეტაპის ტრენინგი გაიარა 9  საუბნო საარჩევნო კომისიის 97 წევრმა, მათ შორის ქალი - 84; კაცი - 13

II ეტაპის  ტრენინგი გაიარა 9  საუბნო საარჩევნო კომისიის 101 წევრმა, მათ შორის ქალი - 86; კაცი - 15

 

ტრენინგებზე დასწრების დეტალური სტატისტიკა იხილეთ ბმულზე.

 

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ცესკო
დეკემბერი 2019
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
23456
7
8
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2019 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia