საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საინფორმაციო-სასწავლო კურსი პენიტენციური სისტემის თანამშრომლებისთვის

17.10.2018
ბეჭდვა

ხმის მიცემის უფლების მქონე ბრალდებულების და მსჯავრდებულების საარჩევნო უფლებების რეალიზების ხელშეწყობის მიზნით, 2018 წლის 15-16 ოქტომბერს ცესკოს სწავლების ცენტრმა, პენიტენციური და პრობაციის სისტემის მოსამსახურეთა მომზადების ცენტრთან თანამშრომლობით, განახორციელა  საინფორმაციო-სასწავლო კურსი პენიტენციური სისტემის წარმომადგენლებისთვის.

მონაწილეები გაეცნენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში საარჩევნო პროცესების ორგანიზება, სააგიტაციო მასალების განთავსებისა და ხმის მიცემის უფლების მქონე ბრალდებულების, მსჯავრდებულების ინფორმირების წესი, საარჩევნო უბანზე და გადასატანი საარჩევნო ყუთით ხმის მიცემის პროცედურები.

აღნიშნულ საკითხებზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიზნით, შეხვედრის მონაწილეები შემდგომ ეტაპზე უზრუნველყოფენ შესაბამისი ინსტრუქტაჟის ჩატარებას პენიტენციური დაწესებულებების სხვა თანამშრომლებისათვის.

მონაწილეებს გადაეცათ ცესკოს სწავლების ცენტრისა და  პენიტენციური და პრობაციის სისტემის მოსამსახურეთა მომზადების ცენტრის მიერ  შემუშავებული დამხმარე სახელმძღვანელოები.

საინფორმაციო-სასწავლო კურსი პენიტენციური სისტემის 28 თანამშრომელმა გაიარა, მათ შორის ქალი - 7, კაცი - 21. დეტალური სტატისტიკა იხილეთ ბმულზე.

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
ივლისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
 123456
7
8
910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia