საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საზოგადოებრივი აქცია „იპოვე შენი თავი, იპოვე შენი უბანი“

09.09.2018
ბეჭდვა

საზოგადოებრივი აქცია „იპოვე შენი თავი, იპოვე შენი უბანი“ დაიწყო. ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) და სწავლების ცენტრის თანამშრომლები მოქალაქეებს ამომრჩეველთა ერთიან სიაში საკუთარი მონაცემების გადამოწმებას სთავაზობენ; აწვდიან მათ ინფორმაციას 2018 წლის პრეზიდენტის არჩევნების შესახებ, საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობაზე და საკუთარი საარჩევნო უფლებების თაობაზე. „იპოვე შენი თავი, იპოვე შენი უბანი“, საინფორმაციო კამპანიის „ვესაუბრებით ამომრჩევლებს“ ფარგლებში ხორციელდება, რომელსაც უახლოეს დღეებში 73-ვე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები მოხალისეებთან ერთად შეუერთდებიან; ისინი მოქალაქეებს  საქართველოს მასშტაბით ეტაპობრივად შეხვდებიან; მიაწვდიან ინფორმაციას თუ როგორ შეიძლება ამომრჩეველთა სიაში საკუთარი და ოჯახის წევრების მონაცემების გადამოწმება  და მათ საინფორმაციო ბარათებსაც გადასცემენ.

უკვე მესამე წელია რაც საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს სთავაზობს მონაცემების გადამოწმებას ამომრჩეველთა სიაში ინოვაციური სერვისების (ცესკოს ვებგვერდი, მობილური აპლიკაცია, პლანშეტი, სწრაფი გადახდის აპარატები) გამოყენებით. აღნიშნული მომსახურებით ორ მილიონამდე მოქალაქემ ისარგებლა. 

ცენტრალური საარჩევნო კომისია შეახსენებს მოქალაქეებს, რომ ამომრჩეველთა ერთიან სიაში ცვლილების შეტანის მოთხოვნის ბოლო ვადა მიმდინარე წლის 10 ოქტომბერია.

აღსანიშნავია, რომ საინფორმაციო კამპანიის „ვესაუბრებით ამომრჩევლებს“ პირველი ეტაპი მიმდინარე წლის დასაწყისში დაიწყო: საოლქო საარჩევნო კომისიების წევრები მოხალისეებთან ერთად ხვდებოდნენ ამომრჩევლებს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში და აწვდიდნენ ინფორმაციას, როგორც მათი საარჩევნო უფლებების, ისე საარჩევნო პროცესების, არჩევნების ისტორიის და საოლქო საარჩევნო კომისიების ფუნქცია/მოვალეობების შესახებ. კამპანიის ფარგლებში ასევე გაიმართა შეხვედრები უშუალოდ საოლქო საარჩევნო კომისიებში ამომრჩევლებთან და ჩართულ მხარეებთან.

საინფორმაციო კამპანია „ვესაუბრებით ამომრჩევლებს“ ემსახურება კიდევ უფრო ეფექტურ, უშუალო კომუნიკაციას ამომრჩეველთან, რაც ხელს უწყობს მოქალაქეების ინფორმირებულობას მათი საარჩევნო უფლებების შესახებ, თუ რა სერვისებს სთავაზობს მათ საარჩევნო ადმინისტრაცია იმისათვის, რომ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა და ჰქონდეთ შესაძლებლობა ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში შეასრულონ საკუთარი მოქალაქეობრივი ვალი.    

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
ივნისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
9101112131415
161718192021
22
23242526272829
30      
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia