საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

დასრულდა ტრენინგები რეგიონული მედიის წარმომადგენლებისთვის

29.09.2017
ბეჭდვა

2017 წლის 25, 27 და 28 სექტემბერს ცესკომ და სწავლების ცენტრმა ჩაატარა საინფორმაციო ტრენინგები რეგიონული მედიის წარმომადგენლებისთვის. ტრენინგი თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართა და მასში მონაწილეობა 55-მა ჟურნალისტმა მიიღო.

რეგიონული მედიის ჟურნალისტები გაეცნენ 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებულ სხვადასხვა  მნიშვნელოვან საკითხებს, მათ შორის:

  • მედიის როლი საარჩევნო პროცესში;
  • კენჭისყრის დღე და ფოტო/ვიდეო გადაღების რეგულაციები;
  • მედიასაშუალებების წარმომადგენლების საარჩევნო უფლებები;
  • წინასაარჩევნო კამპანია და ადმინისტრაციული რესურსები;
  • ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობა;
  • საერთაშორისო გამოცდილება და არჩევნების გაშუქების ძირითადი სქემები.

მონაწილეებს გადაეცათ სწავლების ცენტრის მიერ მომზადებული დამხმარე სახელმძღვანელო „კენჭისყრის დღის პროცედურები“.

ტრენინგები განხორციელდა საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით, „საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციასა“ და „ჟურნალისტიკის რესურს ცენტრთან“ თანამშრომლობით.

სტატისტიკა იხილეთ ბმულზე

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
იანვარი 2023
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728
29
3031     
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2023 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia