საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

ტრენინგი ცენტრალური საარჩევნო კომისიის საინფორმაციო/სატელეფონო ცენტრის ოპერატორებისთვის (I ეტაპი)

07.09.2017
ბეჭდვა

სწავლების ცენტრმა, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებისათვის ცესკოს საინფორმაციო/სატელეფონო ცენტრის ოპერატორების კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით ტრენინგების კურსის განხორციელება დაიწყო.

აღნიშნული სასწავლო კურსის მიზანია ცესკოს საინფორმაციო/სატელეფონო ცენტრის ოპერატორების კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა, მათ მიერ არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე დაინტერესებული პირებისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდების სერვისის უზრუნველსაყოფად.

2017 წლის 7 სექტემბერს ჩატარდა ტრენინგების I ეტაპი, რომლის ფარგლებშიც საინფორმაციო/სატელეფონო ცენტრის ოპერატორები გაეცნენ შემდეგ მნიშვნელოვან საკითხებს:

  • საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის სტატუსი, სისტემა და შემადგენლობა
  • საარჩევნო ადმინისტრაცის მოხელეთა საქმიანობის ძირითადი პრინციპები
  • საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა
  • პარტიების მიერ საარჩევნო კომისიის წევრების დანიშვნა და მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტა
  • საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი სხდომა
  • საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებისა და კომისიის ხელმძღვანელი პირების უფლებამოსილებები
  • მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობის უფლება
  • თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის საკრებულოს შემადგენლობა
  • პარტიული სიებისა და საკრებულოს წევრობის მაჟორიტარ კანდიდატთა წარდგენა/რეგისტრაცია და წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება
  • თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერობის კანდიდატის წარდგენა/რეგისტრაცია
  • საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრის განსაზღვრა
  • არჩევნების შედეგების დადგენა

ტრენინგი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, მონაწილეებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხების შესახებ.

ტრენინგები სამ ეტაპად  ჩატარდება, მომდევნო ეტაპის განხორციელება სექტემბრის თვეში იგეგმება.

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
თებერვალი 2023
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6
789101112
13141516171819
20212223242526
2728     
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2023 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia