საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენერთა ტრენინგი 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებისთვის

29.08.2017
ბეჭდვა

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა გადამზადების მიზნით, ცესკოს სწავლების ცენტრმა დაიწყო სასწავლო კურსის განხორციელება საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენერებისთვის. მოსამზადებელი კურსის გავლის შემდეგ ტრენერები უზრუნველყოფენ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისათვის საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებული ინტენსიური სასწავლო პროგრამების ჩატარებას. 

ტრენინგი დღეს სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა გახსნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) წარმომადგენელი დავით ღონღაძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ვასილ ბახტურიძე და სალომე ტყეშელაშვილი, რომლებმაც ტრენინგის მონაწილეებთან ერთად არჩევნების უსაფრთხოებისა და დაცულობის უზრუნველყოფის საკითხები განიხილეს. 

ცესკოს სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული სასწავლო კურსის ფარგლებში საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენერები ეცნობიან  სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის:

  • საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგების კონცეფცია - ტრენინგების სისტემა და ეტაპები, ტრენინგების მეთოდოლოგია, სასწავლო მასალები;
  • ტრენინგების ადმინისტრირება;
  • საოლქო საარჩევნო კომისიის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხები;
  • საუბნო საარჩევნო კომისიის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხები;
  • კენჭისყრის პროცესი (მათ შორის, შშმ ამომრჩევლების ჩართულობის ხელშეწყობის პოლიტიკა);
  • კონფლიქტების მართვა;
  • არჩევნების უსაფრთხოება;
  • კენჭისყრის დღის განცხადება/საჩივრები.

ტრენერთა ტრენინგი ხორციელდება საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით, ქ. ყვარელში, სასტუმროში „ყვარლის ედემი“, 29 აგვისტოდან 20 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში.  

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
იანვარი 2023
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728
29
3031     
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2023 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia