EN

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგებზე დასწრების სტატისტიკა

2016 წლის 8 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის, თვითმმართველი ქალაქის - ახალციხის მერისა და ზოგიერთი მუნიციპალიტეტის გამგებლის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურისთვის შემუშავებული ტრენინგების კონცეფციის შესაბამისად, მიმდინარე წლის 25 ოქტომბრიდან - 27 ოქტომბრის ჩათვლით განხორციელდა საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირთა ტრენინგები. ტრენინგების ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ შემდეგ ძირითად სასწავლო მოდულებს:

  • საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობა კენჭისყრის დღემდე პერიოდში (ამომრჩეველთა ერთიანი სია, სპეციალური სია და გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის ფორმირების წესი);
  • საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობა კენჭისყრის დღეს (საარჩევნო უბნის გახსნა და კენჭისყრამდე ჩასატარებელი პროცედურები, კენჭისყრის პროცესი, შშმ ამომრჩევლების ჩართულობის ხელშეწყობის პოლიტიკა, საარჩევნო უბნის დახურვა, კენჭისყრის შედეგების შეჯამება);
  • კენჭისყრის დღის განცხადებები/საჩივრები;
  • არჩევნების უსაფრთხოება. 

საუბნო საარჩევნო კომისიების (2229 საუბნო საარჩევნო კომისია) ხელმძღვანელ პირთა ტრენინგებზე დასწრების სტატისტიკა იხილეთ ბმულზე.