ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურისთვის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სწავლების შესახებ
საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურისთვის შემუშავებული ტრენინგების კონცეფციის შესაბამისად, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სასწავლო პროგრამის განხორციელების მიზნით, 20 ოქტომბრიდან დაიწყო საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენერთა ტრენინგი, რომლის ჩატარებასაც უზრუნველყოფენ სწავლების ცენტრის თანამშრომლები.
მონაწილეები სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული სასწავლო კურსის ფარგლებში გაეცნობიან სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის:
- საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგების კონცეფცია - ტრენინგების სისტემა და ეტაპები, ტრენინგების მეთოდოლოგია, სასწავლო მასალები;
- ტრენინგების ადმინისტრირება;
- საუბნო საარჩევნო კომისიის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხები;
- კენჭისყრის პროცესი (მათ შორის, შშმ ამომრჩევლების ჩართულობის ხელშეწყობის პოლიტიკა);
- არჩევნების უსაფრთხოება;
- კენჭისყრის დღის განცხადება/საჩივრები.
მოსამზადებელი კურსის გავლის შემდეგ ტრენერები საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებთან თანამშრომლობით უზრუნველყოფენ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისათვის საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებული სასწავლო პროგრამების განხორციელებას.
საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენერთა ტრენინგი ჩატარდება თბილისსა და რეგიონულ ცენტრებში და გაგრძელდება 22 ოქტომბრის ჩათვლით.
იხ. ბმულები: