EN

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა დამატებით ტრენინგებზე დასწრების სტატისტიკა

2016 წლის 27-29 სექტემბრის პერიოდში განხორციელდა დამატებითი ტრენინგები საუბნო საარჩევნო კომისიების შეცვლილი (ახალი) წევრებისა და იმ წევრებისათვის, რომლებიც ვერ დაესწრნენ გრაფიკით გათვალისწინებულ ტრენინგებს.

ტრენინგების ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ შემდეგ ძირითად სასწავლო მოდულებს:

  • საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობა კენჭისყრის დღემდე პერიოდში (ამომრჩეველთა ერთიანი სია, სპეციალური სია და გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის ფორმირების წესი);
  • საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობა კენჭისყრის დღეს (საარჩევნო უბნის გახსნა და კენჭისყრამდე ჩასატარებელი პროცედურები, კენჭისყრის პროცესი, საარჩევნო უბნის დახურვა, კენჭისყრის შედეგების შეჯამება);
  • სასწავლო მოდული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისათვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩევლებთან საუბრის ეტიკეტისა და ქცევის ნორმების დაცვის შესახებ;
  • კენჭისყრის დღის განცხადებები/საჩივრები;
  • კონფლიქტების მართვა.

საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა დამატებით ტრენინგებზე დასწრების სტატისტიკა იხილეთ ბმულზე.