დაიწყო გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ტრენინგები
2016 წლის 2 ოქტომბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით განხორციელდება ტრენინგები გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის, ტრენინგი ითვალისწინებს საუბნო საარჩევნო კომისიების სრული შემადგენლობის სწავლებას, განხილულ იქნება შემდეგი ძირითადი სასწავლო მოდულები:
- საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობა კენჭისყრის დღემდე პერიოდში (სპეციალური სია და გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის ფორმირების წესი);
- საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობა კენჭისყრის დღეს (საარჩევნო უბნის გახსნა და კენჭისყრამდე ჩასატარებელი პროცედურები, კენჭისყრის პროცესი, საარჩევნო უბნის დახურვა);
- კენჭისყრის დღის განცხადებები/საჩივრები;
- კონფლიქტების მართვა.
საარჩევნო ადმინისტრაციის წევრთა პროცედურული ცოდნის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, ტრენინგი ჩატარდება კომბინირებული მეთოდოლოგიის გამოყენებით, მათ შორის, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაღრმავების უზრუნველსაყოფად ტრენინგის მონაწილეები განახორციელებენ კენჭისყრის დღის ეპიზოდურ ინსცენირებას (წილისყრით ფუნქციების გადანაწილებისა და რეგისტრატორის ფუნქციების შესრულების სავარჯიშო). საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა საქმიანობის წესი და კენჭისყრის დღის პროცედურები ტრენინგზე ასევე განიხილება სასწავლო ფილმის ჩვენების ფორმატში.
ტრენინგების გრაფიკები იხილეთ ბმულზე. გრაფიკში ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, ცვლილებები აისახება დაუყოვნებლივ.