EN

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საზღვარგარეთ დისლოცირებულ საქართველოს შეიარაღებულ ნაწილებში საქართველოს პარლამენტის არჩევნების უზრუნველყოფისთვის შექმნილი სპეციალური ჯგუფის წევრების ტრენინგი

2016 წლის 29 სექტემბერს სწავლების ცენტრმა ჩაატარა ტრენინგი სპეციალური ჯგუფის წევრებისთვის, რომლებიც ავღანეთში განლაგებული საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ბატალიონებში მოსამსახურე საქართველოს მოქალაქეების საყოველთაო საარჩევნო უფლების რეალიზების მიზნით, უზრუნველყოფენ საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის პროპორციული წესით ჩასატარებელი არჩევნების მომზადება-გამართვას ბაგრამისა და მაზარი-შარიფის საარჩევნო უბნებზე.

ტრენინგზე განხილულ იქნა შემდეგი ძირითადი სასწავლო მოდულები:

  • საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობა კენჭისყრის დღემდე პერიოდში (საარჩევნო უბნის მოწყობა, საარჩევნო დოკუმენტაციის წარმოების წესი);
  • საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობა კენჭისყრის დღეს (საარჩევნო უბნის გახსნა და კენჭისყრამდე ჩასატარებელი პროცედურები, კენჭისყრის პროცესი, საარჩევნო უბნის დახურვა, საარჩევნო დოკუმენტაციის დალუქვა);
  • კენჭისყრის პროცესის ფოტო/ვიდეო გადაღების რეგულაციები.

ტრენინგი ჩატარდა კომბინირებული მეთოდოლოგიის გამოყენებით, მათ შორის, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაღრმავების უზრუნველსაყოფად ტრენინგის მონაწილეებმა განახორციელეს კენჭისყრის დღის ეპიზოდურ ინსცენირება.

სპეციალური ჯგუფის წევრები კენჭისყრის ჩატარებას უზრუნველყოფენ 2016 წლის 5 ოქტომბერს ცესკოს N425/2016 განკარგულების შესაბამისად.

ტრენინგზე დასწრების სტატისტიკა იხილეთ ბმულზე.