რეგიონული მედიის წარმომადგენლების ტრენინგი საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია და სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი აგრძელებს სასწავლო-საინფორმაციო პროგრამების განხორციელებას საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებში ჩართული მხარეებისთვის.
16-დან 18 სექტემბრის ჩათვლით, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ხორცილედება ტრენინგები რეგიონული მედიის წარმომადგენლებისთვის. სასწავლო-საინფორმაციო პროგრამა მიზნად ისახავს მონაწილეების საარჩევნო საკითხებზე ინფორმირებულობას და მათი ფუნქციების ეფექტიანად განხორციელების ხელშეწყობას. ტრენინგზე განიხილება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა:
- საკანონმდებლო სიახლეები
- ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება
- მედიის როლი და უფლებრივი მდგომარეობა საარჩევნო პროცესში
- ფოტო-ვიდეოგადაღების რეგულაციები კენჭისყრის დღეს
- საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და არჩევნების გაშუქების ძირითადი სქემები
- შშმ ამომრჩევლების ჩართულობის ხელშეწყობის პოლიტიკა და ამომრჩევლებისათვის სერვისების გაუმჯობესებაზე მიმართულ სხვა აქტივობები
ტრენინგები ხორციელდება საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციასთან, საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციასა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან (IFES) თანამშრომლობით. ტრენინგის მონაწილეებს გადაეცემათ სწავლების ცენტრის მიერ მომზადებული შესაბამისი სახელმძღვანელოები.