EN

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

დაიწყო საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა ტრენინგების II ეტაპი საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის

საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის შემუშავებული ტრენინგების კონცეფციის შესაბამისად, 17 სექტემბრიდან იწყება საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა ტრენინგების II ეტაპი, რომელიც დაეთმობა საოლქო საარჩევნო კომისიების სრული შემადგენლობის სწავლებას და განხილულ იქნება საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობა კენჭისყრის დღეს, მათ შორის:

  • საარჩევნო უბნის გახსნა და კენჭისყრამდე ჩასატარებელი პროცედურები;
  • კენჭისყრის პროცესი;
  • საარჩევნო უბნის დახურვა, კენჭისყრის შედეგების შეჯამება.

ტრენინგის ფორმატში კომისიის წევრებს ჩაუტარდებათ ინსტრუქტაჟი საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის დღის ეპიზოდური ინსცენირების წარმართვასთან დაკავშირებით (ეპიზოდური ინსცენირება ითვალისწინებს კენჭისყრის დღის დილის 07:00 საათიდან - 08:00 საათამდე ჩასატარებელი პროცედურებისა და კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის პრაქტიკული სავარჯიშოს შესრულებას).

ტრენინგების II ეტაპი დასრულდება 27 სექტემბერს, ტრენინგების ფარგლებში სასწავლო კურსს გაივლის 73 საოლქო საარჩევნო კომისიის 949 წევრი.

იხ. ბმული: ტრენინგების გრაფიკი