EN

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებისა და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების დამკვირვებლების ტრენინგი საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია და სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი აგრძელებს სასწავლო-საინფორმაციო პროგრამების განხორციელებას საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებში ჩართული მხარეებისთვის.

13-დან 15 სექტემბრის ჩათვლით ხორცილედება ტრენინგები საარჩევნო სუბიექტების (პოლიტიკური პარტიები, საარჩევნო ბლოკები, საინიციატივო ჯგუფები) წარმომადგენლებისა და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების დამკვირვებლებისთვის, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, ტრენინგების დაგეგმვის პერიოდისთვის რეგისტრირებულები იყვნენ ცესკოში.

ღონისძიება ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ და სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა გახსნა. სასწავლო-საინფორმაციო პროგრამა მიზნად ისახავს არჩევნებში ჩართული მხარეების საარჩევნო საკითხებზე ინფორმირებულობას და მათი ფუნქციების ეფექტიანად განხორციელების ხელშეწყობას. მონაწილეები გაეცნობიან შემდეგ ძირითად საკითხებს:

  • საკანონმდებლო სიახლეები
  • საარჩევნო სუბიექტების და დამკვირვებლების უფლებრივი მდგომარეობა
  • კენჭისყრის დღის პროცედურები
  • საარჩევნო დავები  

ტრენინგები მიმდინარეობს თბილისში, სასტუმროში „რედისონი ბლუ ივერია“. მის ჩატარებას უზრუნველყოფენ სწავლების ცენტრისა და ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენლები. ტრენინგის მონაწილეებს გადაეცემათ შესაბამისი სახელმძღვანელოები.