EN

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

დაიწყო საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა II ეტაპის ტრენინგები

2016 წლის 8 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის შემუშავებული ტრენინგების კონცეფციის შესაბამისად, 10 სექტემბერიდან იწყება საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა II ეტაპის ტრენინგები, რომელიც დაეთმობა საუბნო საარჩევნო კომისიების სრული შემადგენლობის სწავლებას და განხილულ იქნება შემდეგი ძირითადი სასწავლო მოდულები:

  • საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობა კენჭისყრის დღემდე პერიოდში (ამომრჩეველთა ერთიანი სია, სპეციალური სია და გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის ფორმირების წესი);
  • საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობა კენჭისყრის დღეს (საარჩევნო უბნის გახსნა და კენჭისყრამდე ჩასატარებელი პროცედურები,  კენჭისყრის პროცესი, საარჩევნო უბნის დახურვა, კენჭისყრის შედეგების შეჯამება);
  • კენჭისყრის დღის განცხადებები/საჩივრები;
  • კონფლიქტების მართვა.

საარჩევნო ადმინისტრაციის წევრთა პროცედურული ცოდნის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, ტრენინგი ჩატარდება კომბინირებული მეთოდოლოგიის გამოყენებით, მათ შორის,  პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაღრმავების უზრუნველსაყოფად ტრენინგის მონაწილეები განახორციელებენ კენჭისყრის დღის ეპიზოდურ ინსცენირებას (წილისყრით ფუნქციების გადანაწილებისა და რეგისტრატორის ფუნქციების შესრულების სავარჯიშო). საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა საქმიანობის წესი და კენჭისყრის დღის პროცედურები ტრენინგზე  ასევე განიხილება სასწავლო ფილმის ჩვენების ფორმატში. 

ტრენინგების გრაფიკები იხილეთ ბმულზე. გრაფიკში ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, ცვლილებები აისახება დაუყოვნებლივ.