EN

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

ტრენერთა ტრენინგი შშმ პირთა ჩართულობის გაზრდის საკითხებზე

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ორგანიზებით, ცესკოს წარმომადგენლებმა და სწავლების ცენტრის ტრენერებმა გადამზადების კურსი გაიარეს.

ორდღიანი ტრენინგი IFES-ის ექსპერტმა რებეკა ააბერგმა ჩაატარა. კურსი  ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს მოიცავდა, როგორიც არის: არჩევნებთან დაკავშირებული ტერმინოლოგია, არჩევნებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ჩართულობის პრაქტიკული გზამკვლევის მიმოხილვა, შშმ პირთა უფლებები და შესაბამისი ეტიკეტი, სამართლებრივი ჩარჩო: ინკლუზიურობა არჩევნების დღეს, არჩევნების დღის სიმულაცია, საარჩევნო უბანზე შშმ პირთა მიმართ ეტიკეტის და ქცევის ნორმების დაცვა.

ტრენერები, რომელთაც  სასწავლო კურსი გაიარეს, საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა გადამზადებას უზრუნველყოფენ.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ტრენინგი 8-9 აგვისტოს გაიმართა.