საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

საგრანტო კონკურსები

პარტიების განვითარებისა და ამომრჩეველთა ინფორმირების პროექტების დაფინანსება

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა წარმომადგენლების ტრენინგები საქართველოს პარლამენტის 2016 წლის არჩევნებისთვის

06.08.2016
ბეჭდვა

მიმდინარე წლის 6-13 აგვისტოს საარჩევნო ადმინისტრაციის რეგიონულ რესურსცენტრებში ტარდება ტრენინგი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და სამხარეო ადმინისტრაციების წარმომადგენლებისთვის. ტრენინგი მიზნად ისახავს მონაწილეთა ინფორმირებას საარჩევნო პროცესებში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა როლის შესახებ და 2016 წლის 8 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების აკრძალვასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ.

ტრენინგის მონაწილეები გაეცნობიან ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა:

  • საკანონმდებლო სიახლეები;
  • არჩევნების ორგანიზება და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა როლი საარჩევნო პროცესებში;
  • ჩართულობა და შეზღუდვები წინასაარჩევნო კამპანიისას (აგიტაციისას) თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენების აკრძალვა;
  • ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების აკრძალვა;
  • ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი;

ტრენინგებს ატარებენ სწავლების ცენტრისა და ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის თანამშრომლები. მონაწილეებს გადაეცემათ ამ პროგრამისთვის მომზადებული სახელმძღვანელოები.

სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული სასწავლო პროგრამების მიზანია არჩევნებში ჩართული სხვადასხვა მხარეების კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა საარჩევნო საკითხებზე, რაც აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს საარჩევნო პროცესის სამართლებრივი და ორგანიზაციული თვალსაზრისით გამართულად წარმართვისა და ელექტორატის უფლებების სრულყოფილად რეალიზებისთვის.

იხილეთ გრაფიკი

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ცესკო
დეკემბერი 2019
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
9101112
13
1415
16171819202122
23242526272829
3031     
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2019 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia