ტრენინგი ცენტრალური საარჩევნო კომისიის საინფორმაციო/სატელეფონო ცენტრის ოპერატორებისთვის (I ეტაპი)
საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი ცესკოს საინფორმაციო/სატელეფონო ცენტრის ოპერატორებისთვის კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით ტრენინგების კურსის ჩატარებას უზრუნველყოფს. აღნიშნული კურსის გავლის შემდეგ საინფორმაციო/სატელეფონო ცენტრის ოპერატორები მოემსახურებიან მომხმარებელს და არჩევნებთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე მიაწვდიან ინფორმაციას დაინტერესებულ პირებს.
2016 წლის 30 ივლისს ჩატარდა ტრენინგების I ეტაპი რომლის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ შემდეგ საკითხებს:
- პარლამენტის არჩევნები - სტატუსი და სისტემა;
- საარჩევნო კოდექსის სიახლეები;
- საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის წესი;
- პარტიების/საარჩევნო ბლოკების რეგისტრაცია;
- პარტიული სიების წარდგენა;
- მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენა;
- საინიციატივო ჯგუფების რეგისტრაციის წესი;
- წარდგენილი კანდიდატებისა და საინიციატივო ჯგუფების კანდიდატების რეგისტრაციის გაუქმების წესი.
ტრენინგების მომდევნო ეტაპის ჩატარება სექტემბრის თვეში იგეგმება.