2016 წლის 2 თებერვალს, დასრულდა საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველთა რეგისტრაცია. სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველთა რაოდენობამ შეადგინა - 4229.
სტატისტიკა გენდერულ ჭრილში
გამოცდაზე სულ დარეგისტრირდა:
საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სასერტიფიკაციო გამოცდები ჩატარდება მიმდინარე წლის 10 თებერვლიდან 17 მარტის ჩათვლით.
გამოსაცდელი სასერტიფიკაციო გამოცდაზე უნდა გამოცხადდეს სარეგისტრაციო ბარათში მითითებული თარიღისა და დროის დაცვით, თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი.
გამოცდის ჩატარების ხანგრძლივობაა 1 საათი. გამოცდა ჩატარდება ელექტრონული ტესტირების მეთოდით. თითოეული გამოსაცდელისათვის ავტომატურად, შემთხვევითი შერჩევის მეთოდით შეირჩევა 30 საგამოცდო ტესტი. დადებითი შეფასების მისაღებად გამოსაცდელმა უნდა დააგროვოს 24 ქულა. გამსვლელი ქულის მიღების შემთხვევაში გამოსაცდელს ადგილზე გადაეცემა სერტიფიკატი.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |