EN

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

ტრენინგი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის

მიმდინარე წლის  22 იანვარს სწავლების ცენტრის წარმომადგენლებმა ტრენინგი ჩაუტარეს თვითმმართველი თემის – გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 28 იანვრის რიგგარეშე არჩევნებისთვის ცესკოში დამკვირვებელი ორგანიზაციის სტატუსით რეგისტრირებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის.

ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: დამკვირვებლის როლი საარჩევნო პროცესში, დამკვირვებლის უფლებრივი მდგომარეობა, კენჭისყრის დღის პროცედურები, საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობა კენჭისყრის დღეს და კენჭისყრის დღის განცხადება/საჩივრები.

განხორციელებული სასწავლო პროგრამა მიზნად ისახავს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების ინფორმირებულობის უზრუნველყოფასა და სადამკვირვებლო ფუნქციის ეფექტიანად განხორციელების ხელშეწყობას.

ტრენინგის ბოლოს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გადაეცათ სწავლების ცენტრის მიერ მომზადებული სახელმძღვანელოები "კენჭისყრის დღის პროცედურები".