EN

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

ტრენინგების მეორე ეტაპი N21 გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის

გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 28 იანვარს რიგგარეშე არჩევნებისთვის შემუშავებული ტრენინგების კონცეფციის შესაბამისად, 21 იანვარს N21 გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის ტრენინგების II ეტაპი ჩატარდა.

II ეტაპი დაეთმო საოლქო საარჩევნო კომისიის სრული შეადგენლობის (13 წევრი) ინსტუქტაჟს საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის დღის ეპიზოდური ინსცენირების ჩატარებასთან დაკავშირებით (ეპიზოდური ინსცენირება ითვალისწინებს კენჭისყრის დღის დილის 07:00 საათიდან - 08:00 საათამდე ჩასატარებელი პროცედურებისა და კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის პრაქტიკული სავარჯიშოს შესრულებას).

ტრენინგების ჩატარებას უზრუნველყოფენ სწავლების ცენტრის თანამშრომლები.