EN

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

დაიწყო ტრენინგი N21 გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებისათვის

გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 28 იანვრის რიგგარეშე არჩევნებისთვის შემუშავებული ტრენინგების კონცეფციის შესაბამისად, 27 დეკემბერს დაიწყო ტრენინგების I ეტაპი N21 გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებისათვის.

I ეტაპი ეთმობა საოლქო საარჩევნო კომისიის სრული შემადგენლობის სწავლებას, რომლის პროცესშიც განიხილება შემდეგი ძირითადი სასწავლო მოდულები:

  • საოლქო საარჩევნო კომისიის საქმიანობა წინასაარჩევნო პერიოდში;
  • საარჩევნო პროცესში მონაწილე პირთა რეგისტრაცია;
  • საოლქო საარჩევნო კომისიაში საარჩევნო დოკუმენტაციის მიღება, კენჭისყრის შედეგების შეჯამება;
  • განცხადება/საჩივრების შეტანისა და განხილვის წესი;
  • საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი სხდომა და პირველი სხდომის ინსტრუქცია (ეპიზოდური ინსცენირება).

ტრენინგების ჩატარებას უზრუნველყოფენ სწავლების ცენტრის თანამშრომლები.

საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა ტრენინგის II ეტაპი განხორციელდება 21 იანვარს.