EN

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

ტრენინგები ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა წარმომადგენლებისთვის

მიმდინარე წლის 5 და 7 ოქტომბერს მარტვილისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში იმართება ტრენინგები ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა წარმომადგენლებისთვის.

სასწავლო პროგრამის მიზანია მონაწილეთა ინფორმირებულობის უზრუნველყოფა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა:

  • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა როლი საარჩევნო პროცესებში;
  • ჩართულობა და შეზღუდვები წინასაარჩევნო კამპანიაში (აგიტაციაში);
  • ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება;
  • საბიუჯეტო თანხების გამოყენების აკრძალვა;
  • თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენების აკრძალვა;
  • ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი.

ტრენინგებს ატარებენ სწავლების ცენტრისა და ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის თანამშრომლები. მონაწილეებს გადაეცემათ ამ პროგრამისთვის მომზადებული სახელმძღვანელოები.

სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული სასწავლო პროგრამების მიზანია არჩევნებში ჩართული სხვადასხვა მხარეების კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა საარჩევნო საკითხებზე, რაც აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს საარჩევნო პროცესის სამართლებრივი და ორგანიზაციული თვალსაზრისით გამართულად წარმართვისა და ელექტორატის უფლებების სრულყოფილად რეალიზებისთვის.

იხილეთ გრაფიკი