საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენერთა ტრენინგი
2015 წლის 31 ოქტომბრის პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის შემუშავებული ტრენინგების კონცეფციის შესაბამისად, დაიწყო საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენერთა ტრენინგი, რომლის ჩატარებასაც უზრუნველყოფენ სწავლების ცენტრის თანამშრომლები.
საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენერთა ბაზიდან შერჩეული ტრენერები, სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული სასწავლო კურსის ფარგლებში ეცნობიან ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა:
- „ტრენერის გზამკვლევი“ - ტრენერის სახელმძღვანელოს პრინციპები და ეთიკის კოდექსი, პრეზენტაციის უნარ-ჩვევები, აუდიტორიის მართვა, კონფლიქტების მართვა, დროის მენეჯმენტი, უკუგებისა და ცოდნის შეფასების მექანიზმები;
- საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგების კონცეფცია - ტრენინგების სისტემა და ეტაპები, ტრენინგების მეთოდოლოგია, სასწავლო მასალები;
- ტრენინგების ადმინისტრირება;
- საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობა წინასაარჩევნო პერიოდში;
- საარჩევნო უბნის გახსნა და კენჭისყრამდე ჩასატარებელი პროცედურები;
- კენჭისყრის პროცესი (მათ შორის რეკომენდაციები კენჭისყრის შენობაში შშმპ ამომრჩევლებთან მოპყრობის შესახებ);
- საარჩევნო უბნის დახურვა, კენჭისყრის შედეგების შეჯამება;
- კენჭისყრის დღის განცხადება/საჩივრები.
მოსამზადებელი კურსის გავლის შემდეგ ტრენერები უზრუნველყოფენ N11 საგარეჯოსა და N65 მარტვილის საარჩევნო ოლქებში შემავალი საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისათვის საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებული ინტენსიური სასწავლო პროგრამების ჩატარებას.
საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენერთა ტრენინგი ხორციელდება ცესკოს სწავლების ცენტრში და გაგრძელდება 27 სექტემბრის ჩათვლით.