EN

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

შემაჯამებელი შეხვედრა საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ ორგანიზაციებთან

ცესკოს სწავლების ცენტრის საგრანტო კონკურსში გამარჯვებულმა თორმეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, განხორციელებულ პროექტებთან დაკავშირებით დღეს საჯარო ანგარიში წარადგინა.

ცესკოს თავმჯდომარესთან, საარჩევნო ადმინისტრაციის და სწავლების ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად შემაჯამებელ შეხვედრას სამოქალაქო სექტორის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები დაესწრნენ.

პროექტები, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა წარადგინეს ეფუძნება საგრანტო კონკურსის მიმართულებებს, რაც სამოქალაქო და საარჩევნო კულტურის განვითარების პროცესში ამომრჩეველთა განათლებას და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას გულისხმობს. ეს მიმართულებებია:

  • ამომრჩეველთა განათლება საარჩევნო და სამოქალაქო კულტურის განვითარებისთვის;
  • გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა საზოგადოებრივ - პოლიტიკურ პროცესში;
  • პოლიტიკური პარტიების განვითარება კონკურენტული საარჩევნო გარემოს ხელშესაწყობად.

კონკურსის გამარჯვებულები სპეციალურად შექმნილმა კომისიამ გამოავლინა, რომლის შემადგენლობაშიც საქართველოში აკრედიტებული საერთაშორისო ორგანიზაციები და ექსპერტები შედიან.

შეხვედრა ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ სწავლების ცენტრის ხელმძღვანელ ნათია ზაალიშვილთან ერთად გახსნა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას ინფორმაცია საგრანტო კონკურსების მიმდინარეობის შესახებ და იმ ქმედითი მექანიზმების თაობაზე მიაწოდა, რომლებიც ამ პროცესის გამჭვირვალეობასა და საჯაროობას უზრუნველყოფს. კონკურსის ფარგლებში დაფინანსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა საკუთარი საქმიანობის შესახებ პრეზენტაციები წარმოადგინეს; შემდეგ კი შეხვედრის მონაწილეებმა მოსაზრებები ერთმანეთს კითხვა-პასუხის რეჟიმში გაუზიარეს. ცესკოს თავმჯდომარემ მათ საარჩევნო ადმინისტრაციის საპილოტე პროექტის „საზაფხულო სკოლის“ კონცეფციაც გააცნო; კომისიის წევრმა და ცესკოს გენდერული კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხრიკაძემ კი ცესკოს მიერ გენდერული საკითხების ხელშეწყობის მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ აქტივობებზე ისაუბრა.

საარჩევნო ადმინისტრაცია, ცესკოს სწავლების ცენტრთან ერთად მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს ისეთი პროექტების მხარდაჭერას, რომლებიც ხელს შეუწყობს ამომრჩეველთა განათლებას და შესაბამისად სამოქალაქო კულტურის განვითარებას, ამომრჩეველთა ინფორმირებულობას და მათი მოტივაციის ამაღლებას საარჩევნო პროცესებში ჩართულობისთვის, რაც თავისთავად დემოკრატიული პროცესების განვითარების უმნიშვნელოვანესი საფუძველია.

ინფორმაცია 2014 წლის 15 სექტემბერს გამოცხადებული საგრანტო კონკურსის
ფარგლებში საგრანტო საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით
დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ

 მიმართულება - გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესში

  • განვითარების კვლევისა და შეფასების ცენტრი - „შიდაპარტიული გენდერული დემოკრატიის განვითარება და ქალთა პოლიტიკური გაძლიერება მულტიმედიური ინსტრუმენტების გამოყენებით“; იხ. პრეზენტაცია
  • მედიის განვითარების ფონდი  - „ქალები ცვლილებებისთვის“ ; იხ. პრეზენტაცია
  • გენდერული თანასწორობის ქსელი - „ქალების მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში“; იხ. პრეზენტაცია
  • ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის -„ერთად გენდერული თანასწორობისათვის“; იხ. პრეზენტაცია

მიმართულება - პოლიტიკური პარტიების განვითარება კონკურენტული საარჩევნოგარემოს ხელშესაწყობად

  • საქართველოს ინსტიტუციონალური განვითარების ცენტრი  - „კვლევიდან წინასაარჩევნო პროგრამამდე“ - პოლიტიკური პარტიების კვლევითი შესაძლებლობების გაძლიერება ეფექტური წინასაარჩევნო პროგრამების და კამპანიის განსახორციელებლად; იხ. პრეზენტაცია
  • სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი - „პოლიტიკური პარტიების ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლების ცოდნისა და უნარ-ჩვევების გაძლიერება“; იხ. პრეზენტაცია

მიმართულება - ამომრჩეველთა განათლება საარჩევნო და სამოქალაქო კულტურის განვითარებისათვის

  • კავშირი სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი  -„სათათბირო ორგანოს - ახალგაზრდული საბჭოს დაფუძნება“ იხ. პრეზენტაცია
  • კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის  - „ახალგაზრდობა თანაბარი არჩევნებისა და თანაბარი შესაძლებლობებისთვის“ იხ. პრეზენტაცია
  • ინტერნიუსი-საქართველო - „მედია და ინფორმირებული ამომრჩეველი“ იხ. პრეზენტაცია
  • დემოკრატ მესხთა კავშირი -„შენ გაქვს უფლება იცოდე“ იხ. პრეზენტაცია
  • შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალთა და შეზღუდულიშესაძლებლობების მქონე ბავშვთა დედათა ასოციაცია „დეა“ - „ჩვენ ვირჩევთ“ იხ. პრეზენტაცია
  • Post-ალიონი - „აირჩიე დემოკრატია“ იხ. პრეზენტაცია