საინფორმაციო შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით
მიმდინარე წლის 30 და 31 მარტს, სწავლების ცენტრში საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით გაიმართა საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. აღნიშნული შეხვედრა მიზნად ისახავდა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების ინფორმირებულობას 2015 წლის 24 მარტს გამოცხადებული საგრანტო კონკურსის პირობებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენის წესთან დაკავშირებით.
სწავლების ცენტრის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე მონაწილეებს გააცნეს ინფორმაცია ცესკოს მიერ საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით დებულებაში “გრანტის გაცემის წესი“ შეტანილი ცვლილებების შესახებ. ასევე, მიიღეს ინფორმაცია ისეთ საკითხებზე როგორიცაა:
- საგრანტო განაცხადის განხილვის პროცედურებისა და საგრანტო განაცხადების განმხილველი კომისიის შესახებ, რომლის შემადგენლობაშიც შედიან საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მოწვეული ექსპერტები;
- კონკურსის ფარგლებში შექმნილი საგრანტო საკონკურსო კომისიის სამდივნოს მუშაობის შესახებ, რომელიც უზრუნველყოფს საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენის წესთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდებას დაინტერესებულ პირთათვის.
აღნიშნულ შეხვედრას დაესწრო არასამთავრობო ორგანიზაციების 21 წარმომადგენელი.