დღეიდან საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სასერტიფიკაციო გამოცდები დაიწყო. გამოცდა ელექტრონული ტესტირების მეთოდით მიმდინარეობს. სერტიფიცირების მსურველებს შესაძლებლობა ეძლევათ გაიარონ ტესტირება ელექტრონულ რეჟიმში და საკმარისი ქულების დაგროვების შემთხვევაში მიიღონ საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.
სასერტიფიკაციო გამოცდებს ორგანიზებას საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი უზრუნველყოფს.
გამოცდის ჩაბარების მსურველთა რაოდენობამ 2576 შეადგინა. საგამოცდო პროცესი 4 ნოემბერს დასრულდება და მის მიმდინარეობას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დააკვირდებიან.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |