EN

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

ინფორმაცია საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგების შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნების მეორე ტურისთვის

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნების მეორე ტურისთვის, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ეგიდით, სწავლების ცენტრი უზრუნველყოფს დამატებითი ტრენინგების ჩატარებას იმ საუბნო საარჩევნო კომისიებისათვის, რომლებსაც 2014 წლის 15 ივნისის არჩევნების შემდეგ ზემდეგომი საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით შეუწყდათ უფლებამისილება და არჩევნების მეორე ტურისთვის განხორციელდა მათი ხელახალი დაკომპლექტება.

საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგებს განახორციელებენ სწავლების ცენტრის თანამშრომლები და სწავლების ცენტრის მიერ მომზადებული ტრენერები.

ტრენინგის თემატიკა მოიცავს საუბნო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილებებს კენჭისყრის დღეს, ძირითადი აქცენტები გამახვილდება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე როგორიცაა:

  • საარჩევნო უბნის გახსნა და კენჭისყრამდე ჩასატარებელი პროცედურები
  • კენჭისყრის პროცესი
  • საარჩევნო უბნის დახურვა და საარჩევნო ყუთის გახსნამდე ჩასატარებელი პროცედურები
  • საარჩევნო ყუთის გახსნა, საარჩევნო ბიულეტენების დახარისხება/დათვლა
  • საარჩევნო დოკუმენტაციის დალუქვა
  • კენჭისყრის შედეგების შეჯამება
  • კენჭისყრის დღის განხცადებები/საჩივრები
  • კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის წარმოება

პრაქტიკული სწავლების ფორმატში ჩატარდება ასევე კენჭისყრის დღის ეპიზოდური ინსცენირება (დილის 07:00 საათიდან - 08:00 საათამდე ჩასატარებელი პროცედურები).

ტრენინგების განხორციელების პერიოდი მოიცავს 2014 წლის 9 - 10 ივლისს. ტრენინგები ჩატარდება ხუთი საარჩევნო ოლქის 54 საარჩევნო უბანზე.

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმულები:

№7 ჩუღურეთი

№10 გლდანი

№32 გორი

№61 ლანჩხუთი

№79 ბათუმი