EN

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

ტრენინგი ცენტრალური საარჩევნო კომისიის „კონტაქტ-ცენტრის“ ოპერატორებისთვის

საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი უზრუნველყოფს ტრენინგების ჩატარებას „კონტაქტ-ცენტრის“ ოპერატორებისთვის.

ტრენინგი ხორციელდება ორ ეტაპად.

I ეტაპი ჩატარდა 2014 წლის 3-4 აპრილს, რომლის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ:

  • საარჩევნო ადმინისტრაციის სტატუსსა და სისტემას;
  • საარჩევნო კოდექსის სიახლეებს; თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნების რეგულირებას (პარტიების/საარჩევნო ბლოკების რეგისტრაცია; საინიციატივო ჯგუფების რეგისტრაციის წესი; პარტიული სიების წარდგენა; საკრებულოს წევრობის კანდიდატების წარდგენა; მერობის/გამგებლობის კანდიდატების წარდგენა);
  • არჩევნებში ჩართული მხარეებისა და მათ უფლებრივ მდგომარეობას (საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი; დამკვირვებელი ორგანიზაციები და დამკვირვებლები; მედია; ამომრჩეველი და ამომრჩეველთა სიები); საარჩევნო დავებსა და მოსარჩელეთა წრეს.

II ეტაპი ჩატარდება, 2014 წლის 10 ივნისს, რომლის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან შემდეგ საკითხებს:

  • საუბნო საარჩვნო კომისიის საქმიანობა კენჭისყრის დღემდე პერიოდში (ამომრჩეველთა სიები, კენჭისყრის შენობის მოწყობა)
  • საუბნო საარჩვნო კომისიის საქმიანობა კენჭისყრის დღეს
  • კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შეჯამება საარჩევნო უბანში.

ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებს გადაეცემათ სწავლების ცენტრის მიერ მომზადებული სახელმძღვანელოები.