ტრენინგი 2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებში მონაწილე კანდიდატი ქალებისათვის
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ეგიდით საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ ინიცირებული პროექტის ფარგლებში ”ქალები, როგორც აქტორები ცვლილებებისა და გაძლიერებისთვის”, 2014 წლის 1 და 16 მაისს, თელავში ატარებს ტრენინგს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებში მონაწილე კანდიდატი ქალებისათვის.
ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნების მარეგულირებელ კანონმდებლობას, კომუნიკაციის ფორმებისა და პიარ სტრატეგიის ნაწილში - საარჩევნო კამპანიის წარმოების შესახებ საარჩევნო კოდექსით დადგენილ წესებს, კენჭისყრის დღის მიმდინარეობასა და არჩევნების შედეგების შეჯამებასთან დაკავშირებულ საკითხებს.