ტრენინგები ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამხარეო ადმინისტრაციის იურისტებისთვის
საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიულ დეპარტამენტთან ერთად, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერით, საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით ტრენინგებს ჩაუტარებენ ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამხარეო ადმინისტრაციის იურისტებს.
ტრენინგები 29 აპრილიდან 5 მაისის ჩათვლით თელავის, ბოლნისის, თბილისის, ბორჯომის, ქუთაისის, სენაკისა და ბათუმის რესურსცენტრებში გაიმართება.
ტრენინგების ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან საარჩევნო კანონმდებლობის სიახლეებს, განიხილავენ ისეთი მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა:
- ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა როლი საარჩევნო პროცესებში
- ჩართულობა და შეზღუდვები წაინასაარჩევნო კამპანიაში (აგიტაციაში)
- საარჩევნო კანონმდებლობის სიახლეების მიმოხილვა
- ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება
ტრენინგის მონაწილეებს გადაეცემათ სწავლების ცენტრისა და ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის მიერ ერთობლივად მომზადებული სახელმძღვანელოები.