EN

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

ტრენინგი ცენტრალური საარჩევნო კომისიის „კონტაქტ-ცენტრის“ ოპერატორებისთვის

საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისის იურიდიულ დეპარტამენტთან  ერთად უზრუნველყოფს ტრენინგების ჩატარებას „კონტაქტ-ცენტრის“ ოპერატორებისთვის.

ტრენინგი განხორციელდება ორ ეტაპად.

I ეტაპი ჩატარდება 2014 წლის 3-4 აპრილს, რომლის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან:

  • საარჩევნო ადმინისტრაციის სტატუსსა და სისტემას;
  • საარჩევნო კოდექსის სიახლეებს;თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნების რეგულირებას (პარტიების/საარჩევნო ბლოკების რეგისტრაცია;
  •  საინიციატივო ჯგუფების რეგისტრაციის წესი; პარტიული სიების წარდგენა;
  • საკრებულოს წევრობის კანდიდატების წარდგენა; მერობის/გამგებლობის კანდიდატების წარდგენა);
  • არჩევნებში ჩართული მხარეებისადა მათი უფლებრივი მდგომარეობას (საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი; დამკვირვებელი ორგანიზაციები და დამკვირვებლები; მედია; ამომრჩეველი და ამომრჩეველთა სიები);საარჩევნო დავებსა და მოსარჩელეთა წრეს.

II ეტაპი ჩატარდება 2014 წლის 9-10 ივნისს, რომლის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან:

  • საუბნო საარჩვნო კომისიის საქმიანობას კენჭისყრის დღემდე პერიოდში (ამომრჩეველთა სიები, კენჭისყრის შენობის მოწყობა)
  • საუბნო საარჩვნო კომისიის საქმიანობას კენჭისყრის დღეს
  • კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შეჯამების საკითხს.