საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლების ვიზიტი ბრიუსელში

10.02.2014
ბეჭდვა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში იმყოფებოდა. ცესკოს თავმდჯომარის თამარ ჟვანიას ხელმძღვანელობით დელეგაციის წარმომადგენლებმა - კომისიის წევრმა დავით გურგენიძემ და საარჩევნო სისტემების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ხელმძღვანელმა ნათია ზაალიშვილმა ევროპარლამენტის წარმომადგენლებთან გამართეს შეხვედრები.

ცესკოს დელეგაციამ პარტნიორ ორგანიზაციასთან - საპარლამენტო სწავლების საერთაშორისო ცენტრთან (ICPS) ერთად, შეხვედრების მონაწილეებს გააცნო კვლევის შედეგები, რომელიც 2013 წლის პრეზიდენტის არჩევნების შემდეგ ჩატარდა. აღნიშნული კვლევა ცესკოსა და ICPS-ის ერთობლივი პროექტია, რომელიც სწავლების საერთაშორისო ცენტრმა ორგანიზაცია ICEP-ს (საარჩევნო ფსიქოლოგიის საერთაშორისო ცენტრი) დაუკვეთა და რომელიც საქართველოს მოსახლეობის საარჩევნო ფსიქოლოგიის  შესწავლის მიზნით განხორციელდა. 

„დემოკრატიული ოპტიმიზაციის ანალიზი, - მოქალაქეთა იმედების და საარჩევნო პროცესების დაკავშირება საქართველოში“ - ამ სახელწოდების კვლევის ფარგლებში  2021 სრულწლოვანი რესპოდენტი გამოიკითხა. მეთოდი, რომლითაც აღნიშნული კვლევა განხორციელდა, ICEP-ის ექსპერტებმა მაიკლ ბრუტერმა და სარა ჰარისონმა შეიმუშავეს და ცესკოსთან  არსებულ სწავლების ცენტრთან თანამშრომლობით განახორიციელეს.

კვლევის შედეგების მიხედვით ქართული საარჩევნო დემოკრატია არის ჯანსაღი. დოკუმენტში, ასევე ხაზგასმით არის აღნიშნული  ცენტრალური საარჩევნო კომისიის უწყვეტი დადებითი საქმიანობა ნდობისა და პოზიტიური განწყობების შენარჩუნებისთვის. 

„დემოკრატიული ოპტიმიზაციის ანალიზი, - მოქალაქეთა იმედების და საარჩევნო პროცესების დაკავშირება საქართველოში“ (დოკუმენტი ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე)

  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
მაისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
567891011
12131415161718
192021
22
232425
262728293031 
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia