EN

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

ტრენინგები ცენტრალური საარჩევნო კომისიის ”ცხელი ხაზის” ოპერატორებისთვის

საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრმა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო  კომისიასთან ერთად, საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით ტრენინგი ჩაუტარა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ”ცხელი ხაზის” ოპერატორებს. ტრენინგი  ჩატარდა 17 სექტემბერს სწავლების ცენტრში.

ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ საარჩევნო კანონმდებლობის სიახლეებს და განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა:

1. არჩევნების საკანონმდებლო ჩარჩო

2. არჩევნებში ჩართული მხარეები:

  • დამკვირვებლები
  • მედია
  • სუბიექტის წარმომადგენლები
  • საარჩევნო სუბიექტები

3. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები:

  • საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენა
  • საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის რეგისტრაცია
  • არჩევნების შედეგების შეჯამება
  • მეორე ტური

4. ამომრჩეველთა სიები

5. კენჭისყრის დღე:

  • საარჩევნო უბნის გახსნა და კენჭისყრის დაწყებამდე ჩასატარებელი პროცედურები
  • კენჭისყრის პროცესი
  • საარჩევნო უბნის დახურვა და კენჭისყრის შედეგების შეჯამება

ტრენინგის ფარგლებში ნაჩვენებ იქნა სასწავლო ფილმი ”კენჭისყრის დღის პროცედურები”.