EN

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

სწავლების ცენტრმა ტრენერის პროფესიული უნარების განვითარების პროგრამა ჩაატარა

სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრმა (სწავლების ცენტრი), 2025 წლის 28 მარტიდან 4 აპრილის ჩათვლით პერიოდში, პროექტი „ტრენერის პროფესიული უნარების განვითარება“ განახორციელა.

პროფილური სასწავლო პროგრამა შემდეგ ძირითად საკითხებს მოიცავდა: ტრენინგის დაგეგმვა, სტრუქტურა, ჩატარების მეთოდოლოგია; ტრენინგის პროგრამის დიზაინი; ტრენინგის შეჯამება/შეფასების მექანიზმები; ტრენერის სახელმძღვანელოს/გზამკვლევის შედგენის და გამოყენების ტექნიკა; პრეზენტაციის და სხვა პროფესიული უნარ-ჩვევები.

აღნიშნული პროექტი საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგიულ ამოცანას ეხმიანება, მიზნად ისახავს კვალიფიციური რესურსით ტრენერთა კორპუსის გაძლიერებას და ქმნის საარჩევნო საინფორმაციო-სასწავლო პროექტების განხორციელების არეალის, მასშტაბების ზრდის შესაძლებლობას.  

პროგრამის ფარგლებში პოტენციურ ტრენერებად საარჩევნო ადმინისტრაციის შიდა საკადრო რესურსი გადამზადდა. ტრენინგები სწავლების ცენტრის წამყვანმა ტრენერებმა ჩაატარეს. ტრენერის პროფესიული უნარების განვითარების კურსი 65 პირმა გაიარა.